ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ნათია თურნავა ფარცხალაძეზე - მინდა დაგარწმუნოთ, არანაირი სანქციების გვერდის არიდება და დარღვევის ფაქტი არ მომხდარა, ამის დასტური არ არსებობს

ნახვები: 505 ნათია თურნავა ფარცხალაძეზე - მინდა დაგარწმუნოთ, არანაირი სანქციების გვერდის არიდება და დარღვევის ფაქტი არ მომხდარა, ამის დასტური არ არსებობს

არანაირი სანქციების გვერდის არიდება და დარღვევის ფაქტი არ მომხდარა. ამის არანაირი დასტური არ არსებობს, დანარჩენი ყველაფერი არის სპეკულაცია, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე განაცხადა.

მისივე თქმით, „ჩვენი საფინანსო სისტემა განუხრელად ასრულებს საერთაშორისო სანქციებს“.

„საქართველო არასდროს იქცევა საერთაშორისო სანქციების თავის არიდების სივრცედ. ჩვენი საფინანსო სისტემა სრულად ასრულებს საერთაშორისო სანქციებს და სანქციების დარღვევის არც ერთი დადასტურებული ფაქტი არ დაფიქსირებულა, არ მომხდარა და ჩვენც ამ მიმართულებით ვაკონტროლებთ საფინანსო სისტემას.

არის თუ არა სანქციების აღსრულების წესის დაახლოება და შესაბამისობაში მოყვანა ადგილობრივ კანონმდებლობასთან რაიმე დამატებითი რისკის შემქმნელი? - არამც და არამც და პირიქით, რაც უფრო თანხვედრაში იქნება ჩვენი საერთაშორისო პრაქტიკა და ვალდებულებების აღსრულება ადგილობრივ კანონმდებლობასთან, მით უფრო ნაკლებია რისკები სანქციების აღსრულების პროცესში, მით უფრო ნაკლებია შემდგომი სასამართლოში მოდავების რისკები და მე ვფიქრობ, რომ პირიქით, ძალიან ბევრი რისკის ადრესირება მოხდა ამ თვალსაზრისით. ჩვენი საფინანსო სისტემა განუხრელად ასრულებს საერთაშორისო სანქციებს.

შეკითხვები იყო ბატონ ფარცხალაძესთან დაკავშირებით. მე მინდა გითხრათ, რომ ნებისმიერ არარეზიდენტთან დაკავშირებით სანქციების აღსრულების წესი ცნობილია, რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს - მე ვერ გავაკეთებ აქ განცხადებას, არსებობს საბანკო კონფიდენციალურობა, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ არანაირი სანქციების გვერდის არიდება და დარღვევის ფაქტი არ მომხდარა. ამის არანაირი დასტური არ არსებობს, დანარჩენი ყველაფერი არის სპეკულაცია,” - განაცხადა თურნავამ

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა