ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

განათლების მინისტრი - სკოლების 92%-ში დირექტორი არჩეულია და ვერც ერთი სკოლის მაგალითზე ვერავინ იტყვის, რომ რომელიმე დირექტორი არის არაკვალიფიციური ან პოლიტიკურად დაკავშირებული ხელისუფლებასთან

ნახვები: 467 განათლების მინისტრი - სკოლების 92%-ში დირექტორი არჩეულია და ვერც ერთი სკოლის მაგალითზე ვერავინ იტყვის, რომ რომელიმე დირექტორი არის არაკვალიფიციური ან პოლიტიკურად დაკავშირებული ხელისუფლებასთან

როდესაც ხედავენ ჩვენი ოპონენტები, რომ რეფორმები დაიძრა, პრობლემები იჭრება, პოზიტივი მოდის სისტემიდან, ბუნებრივია, ჩვენს ოპონენტებს სხვა ამოცანა არ ამოძრავებთ, გარდა იმისა, რომ დააზიანონ ნებისმიერი პროცესი, იქნება ეს ხელფასების მატება თუ დირექტორების კონკურსი, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, სკოლების 92%-ში, სადაც კონკურსი ჩატარდა, სამეურვეო საბჭოებმა ანუ სკოლებმა თავად აირჩიეს კანდიდატები, მხოლოდ 8% დარჩა ისეთი, სადაც დირექტორი არ აურჩევიათ. ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, ვერც ერთი იმ სკოლის მაგალითზე, სადაც დირექტორი აარჩიეს, ვერ ამბობენ, რომ ის არის არაკვალიფიციური ან პოლიტიკურად დაკავშირებული ხელისუფლებასთან.

„სკოლების 92%-ში, სადაც კონკურსი ჩატარდა, სადაც კონკურსზე შემოიტანეს განცხადებები, სამეურვეო საბჭოებმა ანუ სკოლებმა თავად აირჩიეს კანდიდატები, მხოლოდ 8% დარჩა ისეთი, სადაც არ აურჩევიათ. თუ ვინმე არ იქნა წარდგენილი, დასაბუთებულია შესაბამის ოქმებში და ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება მიმართოს სასამართლოს, თუ ფიქრობს, რომ მათი უფლებები შეილახა, მაგრამ აქ სიმართლე არის ერთი, დაახლოებით 900 სკოლაა, სადაც ახალი დირექტორი შეირჩა და ერთ ადამიანს ვერ ასახელებენ, რომ ვინმე არის ან არაკვალიფიციური, ან გარკვეული სუბიექტური მიზნებითაა იქ განმწესებული, პოლიტიკურად დაკავშირებულია ხელისუფლებასთან ან რაიმე მსგავსი. როგორც ხალხია ბრძენი, ასევე არიან პედაგოგები, ასევე არის ის სასკოლო საზოგადოება, ვინც დღეს ქმნის განათლებას და ბუნებრივია, არასდროს და ვერასდროს არ აჰყვებიან იმ ვიწრო ინტერესებს, რომლის უკანაც, შესაძლოა, იყოს გულისწყრომა და ამისთვის არ არის გარკვეული პროტესტები საჭირო, ამისთვის სამართლებრივი მოქმედება შესაძლებელია. თუ ამის უკან დგას დიდი პოლიტიკური ამოცანები, გასაგებია რატომაც, რომ მათ სურთ დააზიანონ ის დიდი რეფორმები, რომელიც განათლების სისტემაში დავიწყეთ“, - განაცხადა ამილახვარმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა