სალომე ზურაბიშვილი - ჩვენი თავისუფლება იწყება და მთავრდება ევროპასთან
„ევროპის მოედანზე“ აქცია ლოზუნგით: „ძალა ევროპაშია, ძალა ერთობაშია“ მიმდინარეობს
კაია კალასი - გადამწყვეტ ნაბიჯს ვდგამთ სამართლიანობისკენ, სპეციალური ტრიბუნალის შექმნაზე შეთანხმებით, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაში დამნაშავე პირებმა პასუხი აგონ
„ევროპის მოედნის“ მიმართულებით ევროპის დღისადმი მიძღვნილი მარში მიმდინარეობს
პეტერ ფიშერი - იმედი მაქვს, საქართველო, როგორც ქვეყანა, ყველა თავის მოქალაქით, დაუბრუნდება სწორ გზას
შეიქმნა საავადმყოფო, სადაც ექიმების როლს AI ასრულებს
War update: 71 assaults repelled in Pokrovsk sector, 193 engagements along frontline over past day
Russian army loses another 1,300 troops in Ukraine in past day

ვოლოდიმირ ზელენსკი - კონტრშეტევაში სასურველს ვერ მივაღწიეთ, მაგრამ უკან არ ვიხევთ

01.12.2023 ნახვები: 319

კონტრშეტევაში სასურველს ვერ მივაღწიეთ, მაგრამ უკან არ ვიხევთ,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხარკოვში Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ნახეთ, უკან არ ვიხევთ, კმაყოფილი ვარ. მსოფლიოში მეორე არმიასთან ვიბრძვით, კმაყოფილი ვარ. ხალხს ვკარგავთ, კმაყოფილი არ ვარ. ყველა იარაღი ვერ მივიღეთ, რომელიც გვსურდა, არ შემიძლია კმაყოფილი ვიყო, მაგრამ ძალიან ჩივილიც არ შემიძლია…

უფრო სწრაფი შედეგები გვსურდა. ამ მხრივ, სამწუხაროდ, სასურველ შედეგებს ვერ მივაღწიეთ. და ეს ფაქტია…

არასაკმარისი ძალებია, რომ სასურველ შედეგს უფრო სწრაფად მივაღწიოთ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხელები უნდა ჩამოვყაროთ, რომ უნდა დავნებდეთ. საკუთარ ქმედებებში დარწმუნებულები ვართ. იმისთვის ვიბრძვით, რაც გვეკუთვნის“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინამ მოკავშირეებისგან ყველა საჭირო შეიარაღება არ მიიღო, ხოლო შეიარაღებული ძალების რაოდენობის შეზღუდულობამ სწრაფად წინსვლის საშუალება არ მისცა.

თუმცა, ზელენსკის თქმით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გარკვეული დადებითი შედეგები მიღწეულ იქნა უფრო კარგად შეიარაღებული და გამაგრებული მტრის წინააღმდეგ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა