სალომე ზურაბიშვილი - ჩვენი თავისუფლება იწყება და მთავრდება ევროპასთან
„ევროპის მოედანზე“ აქცია ლოზუნგით: „ძალა ევროპაშია, ძალა ერთობაშია“ მიმდინარეობს
კაია კალასი - გადამწყვეტ ნაბიჯს ვდგამთ სამართლიანობისკენ, სპეციალური ტრიბუნალის შექმნაზე შეთანხმებით, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაში დამნაშავე პირებმა პასუხი აგონ
„ევროპის მოედნის“ მიმართულებით ევროპის დღისადმი მიძღვნილი მარში მიმდინარეობს
პეტერ ფიშერი - იმედი მაქვს, საქართველო, როგორც ქვეყანა, ყველა თავის მოქალაქით, დაუბრუნდება სწორ გზას
შეიქმნა საავადმყოფო, სადაც ექიმების როლს AI ასრულებს
War update: 71 assaults repelled in Pokrovsk sector, 193 engagements along frontline over past day
Russian army loses another 1,300 troops in Ukraine in past day

პროგრამის - „თიბისი“ x USAID - ტექნოლოგიური განათლებისთვის“ ფარგლებში შესაბამის კურსებზე რეგისტრაცია დაიწყო

01.12.2023 ნახვები: 269

„თიბისი“ x USAID ტექნოლოგიური განათლების პროგრამის ფარგლებში Introduction to Python-ის, Advanced Python-ის, React-ის და iOS Development-ის კურსებზე რეგისტრაცია დაწყო.

როგორც „თიბისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კურსები განკუთვნილია როგორც დამწყებთათვის, ასევე იმ პირებისთვის, ვინც უკვე ფლობს გარკვეულ ცოდნას და სურს უნარების განვითარება ამ მიმართულებით. სწავლის ხანგრძლივობა კურსების მიხედვით განსხვავებულია და 3 თვიდან 6 თვემდე გრძელდება. პროგრამები სრულად ფინანსდება „თიბისისა“ და USAID-ის მიერ.

„გაეცანით კურსებს და გაიარეთ რეგისტრაცია 25 დეკემბრის ჩათვლით. 1. iOS Development | რეგისტრაცია; 2. React | რეგისტრაცია; 3. Introduction to Python | რეგისტრაცია; 4. Advanced Python | რეგისტრაცია.

პროექტი „თიბისი x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“, მთელი საქართველოს მასშტაბით 700-ზე მეტი ტექნოლოგიური ტალანტის მომზადებასა და გადამზადებას ითვალისწინებს. წარმატებულ კურსდამთავრებულებს ექნებათ დასაქმების მხარდაჭერა „თიბისისა" და მის პარტნიორ ტექნოლოგიურ კომპანიებში.

პროექტის ერთ-ერთი მთავარი ფოკუსი ტექნოლოგიების სფეროში ქალთა გაძლიერებაა, რაც მათთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას და დასაქმების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

პროგრამები წარიმართება „თიბისის“ IT აკადემიის მიერ, სფეროს წამყვანი ექსპერტების ჩართულობით. შეხვედრები ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, რაც კურსებს ხელმისაწვდომს ხდის მთელი საქართველოს მასშტაბით და ხელს შეუწყობს რეგიონებში სფეროს განვითარებას, ტექნოლოგიების როლისა და დასაქმების შესაძლებლობის ზრდას.

„თიბისი“ x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“ ეს არის შესაძლებლობა კარიერული განვითარებისთვის პირველი ნაბიჯები გადადგა ტექნოლოგიების სფეროში, შეიცვალო ან გაიუმჯობესო ამჟამინდელი პროფესია და განივითარო უნარები ჩვენს მიერ შეთავაზებულ მიმართულებებში,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა