ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

დიმიტრი შაშკინი მელიაზე - ორჯერ მეტი ხმა მოიპოვა ლევან ხაბეიშვილმა, შენ მოდიხარ და ეუბნები, რომ „არა, ნახევარი შენ და ნახევარი მე“, რატომ?

ნახვები: 500 დიმიტრი შაშკინი მელიაზე - ორჯერ მეტი ხმა მოიპოვა ლევან ხაბეიშვილმა, შენ მოდიხარ და ეუბნები, რომ „არა, ნახევარი შენ და ნახევარი მე“, რატომ?

არანაირი ფლანგი, არანაირი დაპირისპირება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ არ არსებობს. ეს თემა დახურულია იმიტომ, რომ ჩვენ გადავედით წინასაარჩევნო რეჟიმზე,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი შაშკინმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.

როგორც შაშკინმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე ვერ შედგება კოალიციური მთავრობა, ამიტომ, მისი თქმით, უმჯობესია „ყოფილი კოლეგები ან მომავალი კოლეგები ნერვებს გაუფრთხილდნენ“.

„გაყოფა როდესაც ხდება, დიდი მოცულობა იყოფა ნაწილებად. სერიოზულად თვლით რომ პარტია გაიყო? „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აჩვენა მაგალითი არა მარტო ქართულ პოლიტიკურ სპექტრს, არამედ მთელ რეგიონს, რომ ნებისმიერი კრიზისი შეიძლება გადალახო არჩევნებით.

პარტიის ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც ეს პარტია შექმნა და არის ადამიანი, რომელიც ყველას და ყველაფერს აერთიანებს, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ეხება. სააკაშვილმა ბრძანა ძალიან მარტივი ენით, რომ ის მხარს უჭერს არჩეულ თავმჯდომარეს. არანაირი ლეგიტიმაციის ეჭვი არ არსებობს.

რადგან დამარცხებული ადამიანი და ის ადამიანები, რომლებიც მის გარშემო არიან, 9 თვის განმავლობაში ვერ შეეგუენ დამარცხებას, სააკაშვილმა შესთავაზა მანიფესტი, როგორც ამ კონკრეტული ჯგუფისთვის გამოსავალი. ზოგმა მიიღო ეს გამოსავალი, ზოგმა არ მიიღო, თემა დახურულია. არანაირი ფლანგი, არანაირი დაპირისპირება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ არ არსებობს. ეს თემა დახურულია იმიტომ, რომ ჩვენ გადავედით წინასაარჩევნო რეჟიმზე.

ჩვენი მტერი არის „რუსული ოცნება“. ჩვენ მაინც მოგვიწევს ერთად მუშაობა. ეს ეხება ყველა ოპოზიციურ პარტიას. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე ვერ შედგება კოალიციური მთავრობა. ამიტომ, რაც უფრო გაუფრთხილდებიან ნერვებს ჩვენი ყოფილი კოლეგები ან მომავალი კოლეგები, მით უკეთესი იქნება მომავლისთვის“,- განაცხადა შაშკინმა.

კითხვაზე, რა პასუხი აქვს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც პარტიის თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის გადადგომას ითხოვენ, შაშკინი პასუხობს, რომ ეს თემა მანიფესტით და მიხეილ სააკაშვილის მკაფიო პოზიციით დაიხურა.

„თემა დასრულებულია. მანიფესტით და მიხეილ სააკაშვილის ძალიან მკაფიო პოზიციით თემა დაიხურა. ამ პარტიის ლიდერი არის მიხელი სააკაშვილი. ჩვენ გადავედით საარჩევნო რეჟიმზე, ვინც შემოუერთდება პარტიას ჩვენთან ერთად გააგრძელებს ბრძოლას“,- აღნიშნა შაშკინმა.

კითხვაზე, ნიკა მელია და მის მხარეს მდგომი პარტიის წევრები უქმნიან თუ არა „ნაციონალურ მოძრაობას“ პრობლემებს და რა არის მელიას მიზანი, შაშკინის თქმით, ეს გავლენას არ ახდენს, პირიქით, პარტიის რეიტინგი გაზრდილია.

მისივე თქმით, 11 წლის განმავლობაში „ნაციონალურ მოძრაობას“ რამდენიმე ჯგუფი გამოეყო, ხოლო მათი რეიტინგი დღეს არის 1%-ი.

„9 თვის განმავლობაში ჩატარდა 5 სოციოლოგიური კვლევა. ყველა ამ კვლევამ აჩვენა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი არის მზარდი. ამ პროცესებმა პარტიის რეიტინგზე არანაირი ზეგავლენა არ მოახდინა.

მე გავიგე, რომ პარიტეტულ საწყისებზე უნდა ყოფილიყო პარტია, ორად გაყოფილი. ვერ გავიგე რატომ? რამდენად შეესაბამება ეს ჩვენი ამომრჩევლების ინტერესს? ქართული ენა კარგად ვიცი და პარიტეტული ნიშნავს ნახევარი შენ და ნახევარი მე. რატომ? როდესაც პარტიის თავმჯდომარე ხარ, 2-ჯერ მეტი ხმა მოიპოვა ლევან ხაბეიშვილმა და შენ მოდიხარ და ეუბნები, რომ არა, ნახევარი შენ და ნახევარი მე. რატომ?

ჩვენ ხომ ვნახეთ ისტორია, 11 წლის განმავლობაში რამდენი ჯგუფი გამოეყო „ნაციონალურ მოძრაობას“. სად არიან ეს ჯგუფები? 1%-იანი რეიტინგით არიან“, - განაცხადა შაშკინმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა