ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

თინა ბოკუჩავა - სახიფათო და დაუშვებელია ოკუპანტ სახელმწიფოსთან მოლაპარაკებები დასავლელი პარტნიორების ჩარევის გარეშე გაიმართოს, ეს პრეცედენტი „ოცნებას“ არ უნდა დაეშვა

ნახვები: 504 თინა ბოკუჩავა - სახიფათო და დაუშვებელია ოკუპანტ სახელმწიფოსთან მოლაპარაკებები დასავლელი პარტნიორების ჩარევის გარეშე გაიმართოს, ეს პრეცედენტი „ოცნებას“ არ უნდა დაეშვა

ერთადერთი ფორმატი, სადაც უნდა განიხილებოდეს საქართველოს დეოკუპაციის საკითხები, მათ შორის, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან ერთად, არის ჟენევის ფორმატი - პარტნიორების ჩარევის გარეშე მოლაპარაკებები ძალიან სახიფათოა,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ თავის დროზე არ უნდა დაეშვა რუსეთთან ორმხრივი ფორმატი (კარასინი-აბაშიძის ფორმატი).

რაც შეეხება ახალ ფორმატს, რომელზეც შამბა საუბრობს და შეიძლება განიხილავდნენ, ბოკუჩავას თქმით, მნიშვნელოვანია, რა იქნება ოფიციალური თბილისის პასუხი.

„ერთადერთო ფორმატი, სადაც უნდა განიხილებოდეს საქართველოს დეოკუპაციის საკითხები, მათ შორის, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან ერთად, არის ჟენევის ფორმატი, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ფორმატი, პრაქტიკულად, უმოქმედოა და ამ დროს კონტრფორმატებს გვთავაზობს „რუსული ოცნება“ მათ შორის, იმ ორმხრივი ფორმატის სახით, რომელიც შეიქმნა „რუსული ოცნების“ ინიციატივით. ჩვენ ვფიქრობთ, ეს ძალიან სახიფათო და დაუშვებელია, რომ ოკუპანტ სახელმწიფოსთან დასავლელი პარტნიორების ჩარევის გარეშე გაიმართოს მოლაპარაკებები, ეს არის სახიფათო პრეცედენტი, რომელიც „ოცნებას“ არასდროს არ უნდა დაეშვა და ახლა ვფიქრობთ, ამის გაფართოებაც კი შეიძლება განიხილებოდეს, თუ ამას ღიად აცხადებს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელი, თუმცა, უნდა დაველოდოთ და ვნახოთ, რა იქნება ოფიციალური თბილისის პასუხი”, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, აფხაზეთის უშიშროების ე.წ. საბჭოს მდივანმა მდივანმა სერგეი შამბამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარესა და უმაღლესი საბჭოს წევრთან, ვახტანგ ყოლბაიასთან ონლაინ შეხვედრა გამართა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა