ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინას უფლება აქვს პუტინის ლიკვიდაცია პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში მოახდინოს

ნახვები: 652 ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინას უფლება აქვს პუტინის ლიკვიდაცია პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში მოახდინოს

უკრაინას უფლება აქვს პუტინის ლიკვიდაცია პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში მოახდინოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ The Sun-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ეს ომია და უკრაინას აქვს სრული უფლება დაიცვას თავისი მიწა“, - უკრაინის პრეზიდენტმა უპასუხა კითხვას იმის შესახებ, გამოიყენებდა თუ არა უკრაინა პუტინის მოკვლის შანსს, თუ ასეთი შესაძლებლობა გამოჩნდებოდა.

ინტერვიუს დროს, რუსეთის მიერ მის წინააღმდეგ ორგანიზებულ თავდასხმის მცდელობებზე საუბრისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან ასეთი 5-6 მცდელობა მაინც ყოფილა.

ზელენსკის სიტყვებს კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი გამოეხმაურა.

„უკრაინიდან, სხვადასხვა დონეზე, არაერთხელ ყოფილა სიტყვიერი მუქარა პუტინის წინააღმდეგ. ჩვენ ეს კარგად ვიცით და მათ არაფერი გამოუვათ“, - განაცხადა პესკოვმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა