ანა წითლიძე მოსამართლეებს: მე არ გთხოვთ, რომ სარჩელი არ დააკმაყოფილოთ – საქართველოს ჰყავდა ანწუხელიძეც და ორჯონიკიძეც, რომელ გზას აირჩევთ, თქვენი გადასაწყვეტია
გოჩა მირცხულავა: პარტიების აკრძალვით, ივანიშვილი მილიონ ამომრჩეველს ეუბნება -ფეხებზე მკიდიხართ!
მაია კოპალეიშვილი: „ქართული ოცნების“ სარჩელი სრულიად დაუსაბუთებელია – არცერთ ოპოზიციურ პარტიას კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია
საქართველოში რესპირატორული ვირუსების სეზონი აქტიურდება – შემთხვევების 54%-მდე რინოვირუსზე მოდის, ნოემბრიდან გრიპის მატებას ელოდებიან
ანა წითლიძე: საკონსტიტუციო სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმეზე ფაქტობრივ მტკიცებულებად სამართლებრივი აბსურდი მიიღო
ილჰამ ალიევი: ომში ჩართულმა ქვეყნებმა აზერბაიჯანის გამოცდილება უნდა შეისწავლონ – ომის დაწყება ადვილია, დასრულება კი რთული
გიგა ფარულავა: პარტიების აკრძალვის შემთხვევაში „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტს დატოვებს – სამოქმედო გეგმას საზოგადოებას მალე გავაცნობთ
თენგიზ აბლოთია: ზანგეზურის დერეფნის პროექტის შესაძლო შეფერხებით მთავარი სარგებელი ბიძინა ივანიშვილმა შეიძლება მიიღოს

იუსტიციის მინისტრი - საზოგადოების შეურაცხყოფაა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს მზაობას, რომ იმუშაოს პატიმრების რაოდენობის შემცირებაზე

ნახვები: 511 იუსტიციის მინისტრი - საზოგადოების შეურაცხყოფაა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს მზაობას, რომ იმუშაოს პატიმრების რაოდენობის შემცირებაზე

ადამიანები, რომელთა დროს, ევროპული შეფასებით, წამება და არაადამიანური მოპყრობა იყო სისტემური პრობლემა, დღეს ჩვენ გვესაუბრებიან ადამიანების უფლებებზე, ეს არის უკიდურესი ცინიზმი, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მას „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ, დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა.

 

ბრეგაძის შეფასებით, საზოგადოების შეურაცხყოფაა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს მზაობას, პატიმრების რაოდენობის შემცირებაზე და მათი უფლებების დაცვაზე.

 

„არ შემიძლია არ შევეხო, იმ მომენტებს და ინციდენტებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, მაგრამ ამავდროულად მინდა მადლობა გადავუხადო ოპოზიციის გარკვეულ წევრებს კრიტიკული და საქმიანი კითხვებისთვის. მათ ჯანსაღი კრიტიკაც გამოხატეს, რაც, რა თქმა უნდა, მისაღებია, შეიძლება ზედმეტი კრიტიკა არავის ესიამოვნოს, მაგრამ ეს არის დემოკრატია. თუმცა, უნდა გავჩერდე იმ საკითხზე, რასაც პოლიტიკური იანუსების ცინიზმი ჰქვია. რა არის თუ არა საზოგადოების შეურაცხყოფა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს მზაობას, რომ იმუშაოს პატიმრების რაოდენობის შემცირებაზე და მათი უფლებების დაცვაზე. ეს არის საზოგადოების უკიდურესი შეურაცხყოფა. ერთხელ მაინც მოიკითხონ საკუთარი საგმირო საქმეების შესახებ, როგორც წარსულ პატიმრებში და თუნდაც ახლა, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებიან. ადამიანები, რომელთა დროს, ევროპული შეფასებით, წამება და არაადამიანური მოპყრობა იყო სისტემური პრობლემა, დღეს ჩვენ გვესაუბრებიან ადამიანებს უფლებებზე, ეს არის უკიდურესი ცინიზმი“,- განაცხადა ბრეგაძემ.

ამასთან, მინისტრის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი დიდი სირცხვილია საქართველოს ისტორიაში, განსაკუთრებით ის „რეფორმები“, რომლებიც მათ პენიტენციურ დაწესებულებებში განახორციელებს.

„ასევე, სახელმწიფო ინტერესით მოთამაშე პოლიტიკურ ლუდომანებს დღეს შევახსენე მათ მიერ სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები, ეს არის ისტორიული სირცხვილი ჩვენი თავდაცვის ძალების წინაშე. ის განცხადებები, რაც ამ ადამიანებმა გააკეთეს და ის რეზოლუცია, რომელსაც ამ ადამიანებმა მოაწერეს ხელი, ეს, ნამდვილად, ისტორიული სირცხვილია. ჩვენი თავდაცვის ძალების შეურაცხყოფაა, რომლებიც სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოდნენ. ამ ადამიანებმა იმ ტერიტორიებისთვის იბრძოლეს, ხოლო მათი ბელადი, ყოფილი მთავარსარდალი, რომელმაც უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე, ცოტა ხნის წინათ, ამ ტერიტორიებს ქვა-გორიან ადგილებს უწოდებდა, რომლებსაც ნულოვანი ღირებულება აქვთო და ამ ბიჭებმა ამას შესწირეს სიცოცხლე. დღეს ეს ხალხი ჩვენ გვესაუბრება ოკუპაციაზე და სხვა საკითხებზე, რაც მიუღებელია. მე თუ მკითხავთ, ამ ადამიანების მმართველობის პერიოდი, დიდი სირცხვილია საქართველოს ისტორიაში, განსაკუთრებით ის „რეფორმები“, რაც მათ ციხეებში და პენიტენციურ დაწესებულებებში განახორციელეს“,- განაცხადა ბრეგაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა