მარტა კოსი: ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის
Ivanishvili's Georgia Has No Place in the West Marco Rubio Described
გოჩა მირცხულავა: მარკო რუბიოს მიერ აღწერილ დასავლეთში ივანიშვილის საქართველოს ადგილი აღარ ჩანს
მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები
ირაკლი ნადირაძე: არც საპროცესო შეთანხმებას ვაპირებ და არც შეწყალების თხოვნას – ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ
ევროპარლამენტმა 445 ხმით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის შეწყვეტას მოითხოვს
მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება
გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს

ალუდა ღუდუშაური - კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური გვამის სუნი უდის

ნახვები: 567 ალუდა ღუდუშაური - კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური გვამის სუნი უდის

კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“, პოლიტიკური გვამის სუნი უდის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და მისი მხარდამჭერები „კოლექტიური ნაცმოძრაობიდან“ საზოგადოებას ატყუებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს ეგზისტენციალური საფრთხეები ედგა.

„free misha-ო გაშალეს აქ დროშა. მიხეილ სააკაშვილი არის ნომერ პირველი მატყუარა, მაგრამ ამ ყველაფერს ეშველებოდა კიდევ, შეგუებულია საზოგადოება, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ამ ადამიანს ქვეყანასთან მიმართებით აქვს დამაზიანებელი ნაბიჯები გადადგმული. სად წავიდა ის ეგზისტენციალური საფრთხეები: დემენცია და სხვები? ჩვენს საზოგადოებას არ დავიწყებია და ბუნებრივია, არც ჩვენ დაგვიწყებია მისი ადვოკატების განცხადებები, ე.წ. ექსპერტების განცხადებები. ტელეეთერებიდან რომ ამბობდნენ საათებია დარჩენილი, გვამის სუნი უდის და ა.შ. ერთხელ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, აი, ამ კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“, პოლიტიკური გვამის სუნი ნამდვილად უდის. დიახ, ეს ასეა და თუ არ სჯერათ, ქართველი ხალხის გამოცდას ნუ დაიწყებენ. კიდევ ერთხელ ნუ შეახსენებენ როგორი ბოროტი ძალა არიან“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა