ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ჯონ კირბი - „ჰამასი“ და პალესტინური დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადი” იყენებენ ღაზის სექტორის ზოგიერთ საავადმყოფოს და მათ ქვეშ მდებარე გვირაბებს

ნახვები: 514 ჯონ კირბი - „ჰამასი“ და პალესტინური დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადი” იყენებენ ღაზის სექტორის ზოგიერთ საავადმყოფოს და მათ ქვეშ მდებარე გვირაბებს

თეთრი სახლის განცხადებით, „ჰამასი“ ღაზის სექტორში მდებარე ალ-შიფას საავადმყოფოდან სამეთაურო ცენტრს მართავს, სადაც ასევე ინახავს იარაღს.

ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

„„ჰამასი“ და პალესტინური დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადი” იყენებენ ზოგიერთ საავადმყოფოს ღაზის სექტორში, მათ შორის ალ-შიფასა და მათ ქვეშ მდებარე გვირაბებს სამხედრო ოპერაციების დასამალად და მძევლების დასაკავებლად“, – განუცხადა ჟურნალისტებს კირბიმ.

კირბიმ არგუმენტად მოიყვანა პენტაგონის მიერ გავრცელებული გასაიდუმლოებული სადაზვერვო ინფორმაცია, სადაც, მისი თქმით, აღნიშნულია, რომ „ჰამასი“ და პალესტინური დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადი” იყენებდნენ საავადმყოფოებს, ალ-შიფას ჩათვლით, როგორც საომარი ოპერაციების დამალვისა და მძევლების დასაკავებლად, თუმცა დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია.

ამის პარალელურად, კირბი აცხადებს, რომ აშშ არ უჭერს მხარს ისრაელის მიერ სამედიცინო დაწესებულებების დაბომბვას.

„ჩვენ არ ვუჭერთ მხარს საავადმყოფოზე განხორციელებულ საჰაერო დარტყმებს, შეერთებულ შტატებს ასევე არ სურს, რომ იქ, სადაც უდანაშაულო ადამიანები სამედიცინო დახმარებას ითხოვენ, სროლაში ყვებოდნენ”, – თქვა კირბიმ.

მან ასევე განაცხადა, რომ ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რამდენად რთულია სამხედრო ოპერაცია, რადგან „მოსახლეობაში „ჰამასი“ ღრმად არის ჩანერგილი“.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა