ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს „ვიზალიბერალიზაციის ვარიანტი“ სომხეთისთვის

ნახვები: 457 ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს „ვიზალიბერალიზაციის ვარიანტი“ სომხეთისთვის

ევროკავშირი მზად არის, გაზარდოს მისია სომხეთში და გააუმჯობესოს სავიზო რეჟიმი, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

ბორელის ცნობით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს გამართულ შეხვედრაზე მხარი დაუჭირეს სომხეთში სამოქალაქო მისიის გაზრდის წინადადებას, რომელიც „აზერბაიჯანთან საზღვრის რთულ მონაკვეთებზე“ მეტი პატრულირების განხორციელების შესაძლებლობას შექმნის.

ამასთან, ბორელის თქმით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს სომხეთის შესაძლო მხარდაჭერა ევროპის მშვიდობის ფონდიდან და „ვიზალიბერალიზაციის ვარიანტი“ სომხეთის მოქალაქეებისთვის.

„ჩვენ განსაკუთრებულად ფრთხილად უნდა ვიყოთ სომხეთის დესტაბილიზაციის მცდელობის მიმართ – შიგნიდან თუ გარედან. ჩემი გზავნილი აზერბაიჯანისთვის ნათელი იყო: სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის შელახვის ნებისმიერი მცდელობა იქნება მიუღებელი და ექნება მძიმე შედეგები ჩვენი ურთიერთობების ხარისხზე“, – აღნიშნა ბორელმა.

მისი თქმით, ევროკავშირი მოუწოდებს ერევანსა და ბაქოს, რაც შეიძლება სწრაფად განაახლონ მოლაპარაკებები სამშვიდობო შეთანხმების დასადებად.

ამასთან, ბორელის თქმით, არ არის გამორიცხული, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი ევროკავშირის შესაბამისი საბჭოს მომავალ შეხვედრას დაესწროს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა