ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენმა მთავრობამ მოვახერხეთ მიგვეღწია უწყვეტი და უპრეცედენტო მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ჩვენს ქვეყანაში

ნახვები: 577 ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენმა მთავრობამ მოვახერხეთ მიგვეღწია უწყვეტი და უპრეცედენტო მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ჩვენს ქვეყანაში

საქართველოს ინტერესი გახლავთ უზრუნველყოფილი იქნეს ხანგრძლივი მშვიდობა და სტაბილურობა ჩვენს რეგიონში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „პარიზის მშვიდობის ფორუმზე“ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი ხელისუფლება, რომლის დროსაც ქვეყანაში ომი არ ყოფილა.

„ომი ყველაზე ახდენს ზეგავლენას და ომი ჩვენს მეზობელ რეგიონში სომხეთში და აზერბაიჯანში, რა თქმა უნდა, ჩვენთვის შეშფოთების საგანია. საქართველო, როგორც ხშირად მითქვამს და მინდა გავიმეორო, გახლავთ ძალიან ობიექტური, მიუკერძოებელი შუამავალი, ფასილიტატორი ორივე ქვეყნისა და პირადად მე ნდობით აღსავსე ურთიერთობა მაქვს ორივე ლიდერთან. შესაბამისად, საქართველოს ინტერესი გახლავთ უზრუნველყოფილი იქნეს ხანგრძლივი მშვიდობა და სტაბილურობა ჩვენს რეგიონში.

ჩვენმა მთავრობამ მოვახერხეთ მიგვეღწია უწყვეტი და უპრეცედენტო მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ჩვენს ქვეყანაში. ყველა ხელმძღვანელობის პირობებში საქართველოში იყო ომები, კონფლიქტები, სამოქალაქო ომი, ტერიტორიებს ვკარგავდით. ახლა არის ერთადერთი პერიოდი, როცა ომი არ არის ქვეყანაში, ჩვენ ტერიტორიებს არ ვკარგავთ, ვაძლიერებთ და ვამდიდრებთ ქვეყანას და ეს გახლავთ ისეთი, რასაც მოაქვს აყვავება ჩვენი ხალხისთვის, მოსახლეობისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა