ანა წითლიძე მოსამართლეებს: მე არ გთხოვთ, რომ სარჩელი არ დააკმაყოფილოთ – საქართველოს ჰყავდა ანწუხელიძეც და ორჯონიკიძეც, რომელ გზას აირჩევთ, თქვენი გადასაწყვეტია
გოჩა მირცხულავა: პარტიების აკრძალვით, ივანიშვილი მილიონ ამომრჩეველს ეუბნება -ფეხებზე მკიდიხართ!
მაია კოპალეიშვილი: „ქართული ოცნების“ სარჩელი სრულიად დაუსაბუთებელია – არცერთ ოპოზიციურ პარტიას კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია
საქართველოში რესპირატორული ვირუსების სეზონი აქტიურდება – შემთხვევების 54%-მდე რინოვირუსზე მოდის, ნოემბრიდან გრიპის მატებას ელოდებიან
ანა წითლიძე: საკონსტიტუციო სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმეზე ფაქტობრივ მტკიცებულებად სამართლებრივი აბსურდი მიიღო
ილჰამ ალიევი: ომში ჩართულმა ქვეყნებმა აზერბაიჯანის გამოცდილება უნდა შეისწავლონ – ომის დაწყება ადვილია, დასრულება კი რთული
გიგა ფარულავა: პარტიების აკრძალვის შემთხვევაში „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტს დატოვებს – სამოქმედო გეგმას საზოგადოებას მალე გავაცნობთ
თენგიზ აბლოთია: ზანგეზურის დერეფნის პროექტის შესაძლო შეფერხებით მთავარი სარგებელი ბიძინა ივანიშვილმა შეიძლება მიიღოს

ალუდა ღუდუშაური - სალომე ზურაბიშვილი, პრაქტიკულად, თვითმარქვია პრეზიდენტია

ნახვები: 511 ალუდა ღუდუშაური - სალომე ზურაბიშვილი, პრაქტიკულად, თვითმარქვია პრეზიდენტია

სალომე ზურაბიშვილი, პრაქტიკულად, თვითმარქვია პრეზიდენტია - „ქართული ოცნება“ კიდევ უფრო ძლიერად მოვა, ზურაბიშვილი ცრუ პოლიტიკური წინასწარმეტყველებით ნუ დაკავდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რითაც 2024 წლის არჩევნებსა და კოალიციურ ხელისუფლებაზე პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა.

ღუდუშაური აცხადებს, რომ „ახლა, ისე როგორც არასდროს ხელის გულზე დევს შავი და თეთრი არჩევანი“.

„სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით საერთოდ არ მინდა არანაირი შეფასება. ეს ადამიანი არის პრაქტიკულად თვითმარქვია პრეზიდენტი. ეს ადამიანი უბრალოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ამ სამარცხვინო... ყველა იყო ბედნიერი, ერთმანეთს ვულოცავდით ქართველი ხალხი ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას და როგორი სახეებით იყვნენ, ისტორია შეაფასებს ამას და ქართველ ხალხს არასდროს დაავიწყდება მათი სასოწარკვეთილო სახეები. „ნაციონალური მოძრაობის“ მანდატებით იმპიჩმენტს ხელოვნურად გადარჩენილი სალომე ზურაბიშვილი დღეს საუბრობს მტკიცებით ფორმაში, როგორი უნდა იყოს თურმე ქართველი ხალხის გადაწყვეტილება, ეს არის სირცხვილი. სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის დამრღვევი და მისი გადასაწყვეტი არ არის, ბრძენი ქართველი ხალხი რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის და ისე, როგორც არასდროს, ხელის გულზე დევს შავი და თეთრი არჩევანი, სალომე ზურაბიშვილის გადასაწყვეტი არ არის, ხალხი როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს. ქართველი ხალხი მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომ დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ კიდევ უფრო ძლიერად მოვა, იქიდან გამომდინარე, რომ ის არის ხალხთან და ქვეყნის ინტერესებთან ყველაზე ახლოს, ამიტომ ზურაბიშვილი ცრუ პოლიტიკური წინასწარმეტყველებით ნუ დაკავდება”, - განაცხადა ღუდუშაურმა.

ინფორმაციისთვის, სალომე ზურაბიშვილმა ფრანს 24- თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „თუ საქართველოში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდება, ეს საშუალებას მისცემს წარმოიშვას ახალი კოალიცია, ხოლო ამ შემთხვევაში, შევასრულებთ ყველა პირობას, რომ ჩვენ გავხსნათ მოლაპარაკებები გაწევრიანებასთან დაკავშირებით”.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა