ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

რომან გოცირიძე - „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიდის თვითგვემა, ყოველდღიური ტანჯვა-წამება

ნახვები: 502 რომან გოცირიძე - „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიდის თვითგვემა, ყოველდღიური ტანჯვა-წამება

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიდის თვითგვემა, ყოველდღიური ტანჯვა- წამება - ძალიან რომ გიყვარს საკუთარი ძაღლი და ნაწილ-ნაწილ აჭრი კუდს, ასე ტანჯავ ამ საწყალ ძაღლს, აიღე და ერთხელ დაარტყი, ერთხელ გეტკინება, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები მთელს ოპოზიციას აზიანებს.

„დუღილი მიდის „ნაციონალურ მოძრაობაში," როგორ შეიქმნას ახალი კოლექტიური მმართველობა, რომელიც ამ პარტიაში მეტ-ნაკლებ მშვიდობას შექმნის, არაფერი აქედან არ გამოვა. რა ხდება იცით? - ძალიან რომ გიყვარს საკუთარი ძაღლი და ნაწილ-ნაწილ აჭრი კუდს, ჯერ ერთხელ მოაჭრი, მერე მეორედ, მესამედ და ასე ტანჯავ ამ საწყალ ძაღლს, აიღე და ერთხელ დაარტყი, ერთხელ გეტკინება. „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიდის თვითგვემა, ყოველდღიური ტანჯვა-წამება, ნაცვლად იმისა, რომ ერთი ხელის მოსმით გადაიჭრას პრობლემა, ხდება კუდის ეტაპობრივი მოჭრა მცირე ზომებით დიდი სიყვარულის გამო, ეს უნდა მორჩეს, ყველას გვაზიანებს,"- განაცხადა გოცირიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა