ანა წითლიძე მოსამართლეებს: მე არ გთხოვთ, რომ სარჩელი არ დააკმაყოფილოთ – საქართველოს ჰყავდა ანწუხელიძეც და ორჯონიკიძეც, რომელ გზას აირჩევთ, თქვენი გადასაწყვეტია
გოჩა მირცხულავა: პარტიების აკრძალვით, ივანიშვილი მილიონ ამომრჩეველს ეუბნება -ფეხებზე მკიდიხართ!
მაია კოპალეიშვილი: „ქართული ოცნების“ სარჩელი სრულიად დაუსაბუთებელია – არცერთ ოპოზიციურ პარტიას კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია
საქართველოში რესპირატორული ვირუსების სეზონი აქტიურდება – შემთხვევების 54%-მდე რინოვირუსზე მოდის, ნოემბრიდან გრიპის მატებას ელოდებიან
ანა წითლიძე: საკონსტიტუციო სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმეზე ფაქტობრივ მტკიცებულებად სამართლებრივი აბსურდი მიიღო
ილჰამ ალიევი: ომში ჩართულმა ქვეყნებმა აზერბაიჯანის გამოცდილება უნდა შეისწავლონ – ომის დაწყება ადვილია, დასრულება კი რთული
გიგა ფარულავა: პარტიების აკრძალვის შემთხვევაში „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტს დატოვებს – სამოქმედო გეგმას საზოგადოებას მალე გავაცნობთ
თენგიზ აბლოთია: ზანგეზურის დერეფნის პროექტის შესაძლო შეფერხებით მთავარი სარგებელი ბიძინა ივანიშვილმა შეიძლება მიიღოს

პაველ ჰერჩინსკი - ევროკავშირი აღიქვამს საქართველოს როგორც წამყვან პარტნიორს რეგიონში

ნახვები: 510 პაველ ჰერჩინსკი - ევროკავშირი აღიქვამს საქართველოს როგორც წამყვან პარტნიორს რეგიონში

ევროკავშირი აღიქვამს საქართველოს როგორც წამყვან პარტნიორს რეგიონში, რომელსაც შეუძლია ძალიან დიდი როლი ითამაშოს სამეზობლოში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებაში. ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ ორბელიანების სასახლესთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პაველ ჰერჩინსკის განმარტებით, ევროკომისიის დღევანდელი რეკომენდაცია, მიენიჭოს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი დიდი აღიარებაა პროგრესის, რომელსაც ქვეყანამ ბოლო წლებში მიაღწია.

„მოგესალმებით. ქალბატონო პრეზიდენტო, სტუმრებო, ჩემო კოლეგა ევროკავშირის ელჩებო, თბილისის მოქალაქეებო და მთელი საქართველოს მოქალაქეებო ნამდვილად ისტორიული დღეა. ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. მე მინდა გულწრფელად მოგილოცოთ და მივულოცო ყველა პოლიტიკურ ლიდერს საქართველოში. მინდა მივულოცო საქართველოს პრეზიდენტს მისი ძალისხმევისთვის, მაგრამ უპირველეს ყოვლისა მინდა მოგილოცოთ ყველას, თქვენ, საქართველოს მოქალაქეებს. თქვენ თანმიმდევრულად უჭერდით მხარს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. ეს არის დიდი აღიარება ევროკავშირის მხრიდან იმ პროგრესისა, რომელსაც მიაღწიეთ ბოლო წლებში და იმ მხარდაჭერისა საქართველოს მხრიდან ევროკავშირის ინტეგრაციისა.

დღეს პოზიტიურ რეკომენდაციებს შორის ხაზგასმული იყო, რომ ევროკავშირი აღიქვამს საქართველოს როგორც წამყვან პარტნიორს რეგიონში, რომელსაც შეუძლია ძალიან დიდი როლი ითამაშოს სამეზობლოში მშვიდობის და სტაბილურობის დამყარებაში“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

გარდა ამისა ევროკავშირის ელჩმა ორბელიანის სასახლესთან სიტყვით გამოსვლის დროს საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობაზე და ოკუპაციის დასრულების აუცილებლობაზე ისაუბრა.

„დღეს, როცა ყველანი ერთად განვიცდით საქართველოს მოქალაქის მკვლელობას რუსეთის ოკუპანტების მიერ, მე მინდა ვუსურვო ქართველ ხალხს და ასევე ევროკავშირს, რომ ხელი შეუწყოს საქართველოს ტრაგიკული დაყოფის დასრულებას”, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა