ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

სალომე ზურაბიშვილი - ხვალ მივემგზავრები პარიზში, სადაც ტარდება მშვიდობის ფორუმი - პრემიერიც დაესწრება და ნებსით თუ უნებლიედ გამოგვივა დეპოლარიზაციის მაგალითის მიცემა

ნახვები: 502 სალომე ზურაბიშვილი - ხვალ მივემგზავრები პარიზში, სადაც ტარდება მშვიდობის ფორუმი - პრემიერიც დაესწრება და ნებსით თუ უნებლიედ გამოგვივა დეპოლარიზაციის მაგალითის მიცემა

ხვალ მივემგზავრები პარიზში, სადაც ტარდება მშვიდობის ფორუმი - როგორც ახლა დაიგეგმა, პრემიერიც დაესწრება, ამ მხრივ, ნებსით თუ უნებლიდ გამოგვივა დეპოლარიზაციის მაგალითის მიცემა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლესთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მოქალაქეები არიან შეკრებილები.

მისივე თქმით, საქართველოს კანდიდატურის ლობირებას გააგრძელებს.

„რაც შემეხება მე, რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ. გავაგრძელებ საქართველოს კანდიდატურის ლობირებას, ხვალ მივემგზავრები პარიზში, სადაც ტარდება მშვიდობის ფორუმი და სადაც უნდა მივიღო მონაწილეობა შარლ მიშელთან ერთად პანელში, რომელიც კრიზისებს და კონფლიქტებს განიხილავს. დავესწრები ამ ფორუმს და როგორც დაგეგმილი იყო, იმის გათვალისწინებით, როგორც ახლა დაიგეგმა, პრემიერიც დაესწრება. ამ მხრივ, ნებსით თუ უნებლიედ ორივეს გამოგვივა დეპოლარიზაციის მაგალითის მიცემა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებულია ევროკავშირის თითოეულ ქვეყანაზე და არცერთმა არ შეიძლება უარი თქვას, ან შეეწინააღმდეგოს ამ საერთო გადაწყვეტილებას.

„14-15 დეკემბერს ველოდებით საბოლოო გადაწყვეტილებას. როგორც ვიცით, ევროპული საბჭო იკრიბება და ამ საბჭომ უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება. დღეს, რასაც ჩვენ ვზეიმობთ და რაც გვიხარია, არის ევროკომისიის რეკომენდაცია და ეს არის ძალიან დიდი ნაწილი საბოლოო გადაწყვეტილების. ეს რეკომენდაცია რომ არ ყოფილიყო, წინსვლა არ იქნებოდა დეკემბრის შუა რიცხვებამდე, მაგრამ ჯერ ეს არ არის საბოლოო გადაწყვეტილება. საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებულია [ევროკაშირის წევრ] თითოეულ ქვეყანაზე. არცერთმა არ შეიძლება რომ უარი თქვას ან შეეწინააღმდეგოს ამ საერთო გადაწყვეტილებას, ეს არის ევროკავშირის წესი, ამას პატივი უნდა ვცეთ და დაველოდოთ, მაგრამ არ უნდა დაველოდოთ ხელებდაკრეფილი, რა მოხდება.

ჩვენზეა დამოკიდებული, თუ რა იქნება საბოლოო გადაწყვეტილება. ჩვენ გამოხატულ ერთიან ნებაზეა დამოკიდებული. ეს არის, რასაც ყველაზე მეტად აქცევს ყურადღებას ევროკავშირი, რომ ჩვენ ვიყოთ ერთიანნი და ჩვენი ნება იყოს გამოხატული ერთიანად. ეს იმას ნიშნავს, რომ როგორც აქამდე, ხვალაც ამ რამდენიმე კვირაში, რაც გვაშორებს იმ საბოლოო გადაწყვეტილებიდან, ამ საქმეში ყველანი უნდა ვიყოთ გაერთიანებულნი, პასუხისმგებლები და ყველანი ჩართული“,- აღნიშნა პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა