ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

მიხეილ სააკაშვილი - ვინც ცდილობს, თავისი ვიწრო მიზნებისთვის „დავრდომილ“ ადამიანად წარმომადგინოს, რომელიც ვერ აცნობიერებს ბოლომდე, თუ რას აკეთებს, პუტინის თამაშს თამაშობს და მწარედ ცდება

ნახვები: 505 მიხეილ სააკაშვილი - ვინც ცდილობს, თავისი ვიწრო მიზნებისთვის „დავრდომილ“ ადამიანად წარმომადგინოს, რომელიც ვერ აცნობიერებს ბოლომდე, თუ რას აკეთებს, პუტინის თამაშს თამაშობს და მწარედ ცდება

ყველა, ვინც ცდილობს, რომ თავისი ვიწრო მიზნებისთვის „დავრდომილ“ ადამიანად წარმომადგინოს, რომელიც ვერ აცნობიერებს ბოლომდე, თუ რას აკეთებს, პუტინის თამაშს თამაშობს და ძალიან მწარედ ცდება, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს.

სააკაშვილის განმარტებით, ფიზიკურად აქვს პრობლემები, მაგრამ სულიერად არასდროს ყოფილა უფრო მტკიცედ, ვიდრე ახლა.

„ფიზიკურად, რა თქმა უნდა, მაქვს პრობლემები, მაგრამ სულიერად არასდროს ვყოფილვარ უფრო მტკიცედ, ვიდრე ახლა და სრულიად ნათლად ვხედავ ჩემი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრძოლის მიმართულებას და ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებ მის პერსპექტივებს. ასევე, მაძლიერებს ის უდიდესი მხარდაჭერა, რომელსაც ვგრძნობ ქართველი ხალხისგან, რომლისთვისაც არასდროს მიღალატია და არც ვუღალატებ - არ მივატოვე და არც მივატოვებ ამ განსაცდელის ჟამს! ერთიანობა და განახლება რჩება ჩვენი ბრძოლის მთავარ პრიორიტეტად“,-წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა