ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ენტონი ბლინკენი თურქეთში ჩავიდა

ნახვები: 498 ენტონი ბლინკენი თურქეთში ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი თურქეთში ჩავიდა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, ბლინკენი დღეს დილიდან შეხვედრებს გამართავს თურქ ოფიციალურ პირებთან ისრაელ-ჰამასის ომის განსახილველად.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რამდენიმე დღის წინ მკაცრად გააკრიტიკა ისრაელი და განაცხადა, რომ ღაზას სექტორში მისი ქმედებები "კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია.“ ამასთან, ერდოღანის თქმით, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან კომუნიკაციას წყვეტს. თურქეთმა ისრაელიდან კონსულტაციებისთვის ელჩიც გაიწვია.

ცნობისათვის, ენტონი ბლინკენი თურქეთში ჩასვლამდე ისრაელს, იორდანიას, დასავლეთ სანაპიროს, კვიპროსსა და ერაყსაც ეწვია და ოფიციალურ პირებს შეხვდა.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა