ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ანალენა ბერბოკი - უკრაინას, მოლდოვას, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს თუ დავეხმარებით, გახდნენ ეკონომიკურად მდგრადი, მივიღებთ დაცულ გეოპოლიტიკურ ფლანგს

ნახვები: 515 ანალენა ბერბოკი - უკრაინას, მოლდოვას, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს თუ დავეხმარებით, გახდნენ ეკონომიკურად მდგრადი, მივიღებთ დაცულ გეოპოლიტიკურ ფლანგს

უკრაინა, მოლდოვა, საქართველო და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები გრძელვადიან პერსპექტივაში თუ დესტაბილიზირებული იქნებიან რუსეთის მიერ, ნიშნავს, რომ ჩვენ ყველა მოწყვლადები გავხდებით გარე თავდასხმის წინაშე, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენმა ბერბოკმა განაცხადა.

ბერბოკის თქმით, ევროკავშირის გაფართოება გეოპოლიტიკური აუცილებლობაა და ამავდროულად, ის აფართოებს გეოპოლიტიკურ შესაძლებლობებს ევროკავშირის წევრებისთვის.

„პუტინის რუსეთი ეცდება, გააგრძელოს იმპერიალური მიზნები ევროპაში, რაც არა მხოლოდ ჩვენგან უკრაინის იზოლაციას ნიშნავს, არამედ მოლდოვის, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების იზოლაციასაც. ეს ქვეყნები თუ გრძელვადიან პერსპექტივაში დესტაბილიზირებული იქნებიან რუსეთის მიერ, ნიშნავს, რომ ჩვენ ყველა მოწყვლადები გავხდებით გარე თავდასხმის წინაშე. ჩვენ აღარ შეგვიძლია, დავუშვათ რუხი ზონები ევროპაში. მეორე მხრივ, ჩვენ თუ ამ ქვეყნებს დავეხმარებით, როცა ისინი ჯერ კიდევ გაწევრიანების გზაზე არიან, გააძლიერონ დემოკრატიული ინსტიტუტები, გახდნენ ეკონომიკურად მყარები, მაშინ ჩვენ არა მხოლოდ დაცულ გეოპოლიტიკურ ფლანგს მივიღებთ, არამედ ამით ჩვენს საზოგადოებასაც გავაძლიერებთ“, – განაცხადა ანალენა ბერბოკმა.

ამასთან, ანალენა ბერბოკის განცხადებით, ევროკაშირს სურს, რომ უკრაინა მისი წევრი გახდეს.

„ჩვენ გვსურს, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ევროპული საბჭო დეკემბერში ამ სიგნალს გააჟღერებს და ჩვენ ვიცით, რამდენად მომთხოვნი იქნება ეს პროცესი გაწევრიანების მსურველი კანდიდატებისთვის. რეფორმების ჩატარება და პარალელურად ომში ჩართულობა, მკაცრი ტესტია ნებისმიერი ქვყენისთვის და ეს ძალიან მნიშვნელოვანს ხდის, რომ ჩვენ უფრო მეტი გავაკეთოთ, ვიდრე ვისაუბროთ. ჩვენ ვარწმუნებთ უკრაინას, რომ გზის დასასრულს თქვენ გახდებით ევროკავშირის წევრი, მაგრამ ასევე თქვენ გვერდით ვართ, რომ წარმატებას მიაღწიოთ ამ გზაზე ფინანსური თუ პოლიტიკური კუთხით. იგივე ეხება მოლდოვას, 24 თებერვლამდე გაზის უმეტესი ნაწილის ექსპორტს რუსეთიდან ახორციელებდა, ახლა კი რეკორდული სისწრაფით მოახერხა რუსეთის დამოკიდებულებისგან გათავისუფლება. ეს თანაბრად სიმართლეა საქართველოს შემთხვევაშიც, სადაც ამდენი ადამიანი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არის სწორი გზა, სადაც საზოგადოების დიდმა ნაწილი გარკვევით გამოხატა სურვილი ევროკავშირში გაწევრიანების სასარგებლოდ. ჩვენ არ დავტოვებთ ამ ხალხს მარტო“, – განაცხადა ბერბოკმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა