მეფე ჩარლზი - უკრაინისა და მისი ყველაზე მამაცი ხალხის დასაცავად ურყევი გადაწყვეტილებაა საჭირო
უცხოელთა დასაქმების წესი შეიცვალა
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 84 პირი დააკავეს – შსს
სინოდმა სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოირჩია
საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს
ევროკავშირის საელჩო - უწყვეტი და მიზანმიმართული რიტორიკა ევროკავშირის წინააღმდეგ ძირს უთხრის საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვის დამაჯერებლობას
მიხეილ სააკაშვილი - თავის დამკვიდრება ჩემი დაკნინების ხარჯზე, არავის წარმატებას არ მოუტანს,
1-ელ მაისამდე გრილი და ზოგან ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება

ოქროს ბურთი 2023: 1-10 ადგილები

31.10.2023 ნახვები: 1557

ცნობილი გახდა, რომელმა ფეხბურთელებმა დაიკავეს 2023 წლის „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში 1-10 ადგილები.

„ინტერ მაიამის“ არგენტინელმა ფორვარდმა, ლიონელ მესიმ „ოქროს ბურთი“ მოიპოვა – მერვედ თავის კარიერაში და პირველად 2021 წლის შემდეგ.

გამოკითხვაში მეორე ადგილი დაიკავა ერლინგ ჰალანდმა („მანჩესტერ სიტი“), მესამე – კილიან მბაპემ („პარი სენ-ჟერმენი“) და მეოთხე – კევინ დე ბრუინმა („მანჩესტერ სიტი“).

გასულ სეზონში არგენტინელმა საფრანგეთის ლიგა 1-ში 32 მატჩი ჩაატარა, 16 გოლი გაიტანა და 16 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ასევე, ჩემპიონთა ლიგაზე შვიდ მატჩში 4 გოლი და 4 საგოლე პასი ჰქონდა.

გარდა ამისა, მესიმ არგენტინის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი მოიგო, ფეხბურთელმა ტურნირზე შვიდი მატჩი სრულად ითამაშა, 7 გოლი გაიტანა და საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

  1. ლიონელ მესი (ინტერ მაიამი, არგენტინა)
  2. ერლინგ ჰალანდი (მანჩესტერ სიტი, ნორვეგია)
  3. კილიან მბაპე (პსჟ, საფრანგეთი)
  4. კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი, ბელგია)
  5. როდრი (მანჩესტერ სიტი, ესპანეთი)
  6. ვინისიუსი (რეალი, ბრაზილია)
  7. ხულიან ალვარესი (მანჩესტერ სიტი, არგენტინა)
  8. ვიქტორ ოსიმჰენი (ნაპოლი, იტალია)
  9. ბერნარდო სილვა (მანჩესტერ სიტი, პორტუგალია)

10. ლუკა მოდრიჩი (რეალი, ხორვატია)

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა