ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ სერია A-ში „მილანთან“ ფრედ ითამაშა

ნახვები: 471 ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ სერია A-ში „მილანთან“ ფრედ ითამაშა

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონატში გათამაშების ერთ-ერთ ლიდერს, „მილანს“ დაუპირისპირდა და სანახაობრივი შეხვედრა ფრედ დაასრულა – 2:2.

სერია A-ს მე-10 ტურის შეხვედრა, რომელიც „სტადიო მარადონაზე“ გაიმართა, „ნაპოლიმ“ აქტიურად დაიწყო, მაგრამ ანგარიში 22-ე წუთზე „მილანმა“ გახსნა – კრისტიან პულიშიჩის გადაცემით ოლივიე ჟირუმ ისარგებლა და 11-მატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა.

27-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ მარცხენა ფლანგზე კარგად ითამაშა, მცველს გასცდა და კარის წინ მარტო დარჩენილი მატეო პოლიტანო მონახა, მაგრამ მან ხელსაყრელი მომენტით ვერ ისარგებლა.

31-ე წუთზე კი „მილანმა“ თავისი შანსი გამოიყენა – ჟირუმ დუბლი შეასრულა და სტუმრები შესვენებაზე კომფორტული უპირატესობით გავიდნენ – 2:0.

მეორე ნახევარი „ნაპოლიმ“ გაცილებით უკეთ დაიწყო და 49-ე წუთზე მატეო პოლიტანოს ეფექტური გოლით სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. მე-60 წუთზე ხვიჩას ანგარიშის გათანაბრების შანსი ჰქონდა, მაგრამ მის დარტყმულს მცველი გადაეფარა და „მილანი“ გადაარჩინა.

„ნაპოლიმ“ ანგარიში მაინც გაათანაბრა – 63-ე წუთზე მასპინძლებმა ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვეს, რომელიც ჯაკომო რასპადორიმ უნაკლოდ შეასრულა – 2:2. მატჩის მიწურულს კვარაცხელიას კიდევ ერთხელ შეეძლო გატანა, მაგრამ მისი დარტყმული მეკარემ მოიგერია და „მილანი“ წაგებას გადაარჩინა.

Მატჩის მიწურულს არბიტრმა ნათანი გააძევა და „ნაპოლი“ 10 მოთამაშით დარჩა. საბოლოოდ ფრე და „ნაპოლი“ 10 ტურის შემდეგ მოპოვებული 18 ქულით მეოთხე ადგილზე დაწინაურდა.

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა