ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ბენიამინ ნეთანიაჰუ - ჩვენ ვიბრძვით ბოროტების ღერძის წინააღმდეგ - ეს არ არის მხოლოდ ისრაელის ბრძოლა

ნახვები: 505 ბენიამინ ნეთანიაჰუ - ჩვენ ვიბრძვით ბოროტების ღერძის წინააღმდეგ - ეს არ არის მხოლოდ ისრაელის ბრძოლა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მათ კომენტარები გააკეთეს.

ბენიამინ ნეთანიაჰუმ რიში სუნაკს ისრაელში ჩასვლისთვის მადლობა გადაუხადა და განუცხადა, რომ აფასებს მის მხარდაჭერას და მათ ერთად უნდა გაიმარჯვონ.

„ჩვენ ვიბრძვით ბოროტების ღერძის წინააღმდეგ. ეს არ არის მხოლოდ ისრაელის ბრძოლა, არამედ ეს არის ცივილიზებული და თავისუფალი სამყაროსა და თანამედროვე არაბული ქვეყნების ბრძოლაც. მეორე მხარეს არის ბოროტების ღერძი, რომელშიც შედის „ჰამასი“, „ჰეზბოლა“ და ირანი“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

რიში სუნაკმა აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს ისრაელის უფლებას, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, საკუთარი თავი დაიცვას.

„მე ვამაყობ, რომ აქ თქვენთან ერთად ისრაელისთვის ყველაზე მძიმე დროს ვდგავარ. ჩვენ გვინდა, რომ თქვენ გაიმარჯვოთ“, - განუცხადა სუნაკმა ნეთანიაჰუს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა