ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ირაკლი კობახიძე „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე - არავითარი პოლიტიკური ინტერესი არ გვაქვს, არის ევროკავშირის დირექტივა, რომელიც სრულდება

ნახვები: 461 ირაკლი კობახიძე „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე - არავითარი პოლიტიკური ინტერესი არ გვაქვს, არის ევროკავშირის დირექტივა, რომელიც სრულდება

არავითარი პოლიტიკური ინტერესი არ გვაქვს, არის ევროკავშირის დირექტივა, რომელიც სრულდება - სამი ვარიანტი შევთავაზეთ და სამიდან ეს ვარიანტი აირჩიეს, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, კანონპროექტი ევროკავშირში გაგზავნილია და სამი ვარიანტიდან მათ სწორედ ის შეარჩიეს, რომელსაც ახლა პარლამენტი განიხილავს.

„რაც შეეხება ამ რეგულაციებს, ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე ეფუძნება ევროკავშირის დირექტივას. ეს კანონპროექტი გაგზავნილია ევროკავშირში, ვარიანტებიც შევთავაზეთ, თითი დაადეს სამიდან ერთ -ერთს და ვიღებთ ამას, დამთავრებული ამბავია. დირექტივაა ევროკავშირის. უხამსობას რაც შეეხება, ეს ჩანაწერი იყო ძველი და ის რჩება, როგორც მოქმედებდა წარსულში, ასევე იმოქმედებს დღესაც. უხამსობა წარსულშიც ბევრი ისმოდა სატელევიზიო ეთერებიდან, ეს კულტურის საკითხებია და ჩვენ ამაში არ ვერევით.

მე საერთოდ დეტალებიც კი არ ვიცი ამ კანონპროექტის და რატომ - არავითარი პოლიტიკური ინტერესი არ გვაქვს, არის ევროკავშირის დირექტივა, რომელიც სრულდება. ევროკავშირის არჩევანი იყო სწორედ ეს - ჯერ თვითრეგულირება, შემდეგ - კომისია, სამი ვარიანტი შევთავაზეთ და სამიდან ეს ვარიანტი აირჩიეს, ეს არ იყო ჩვენი არჩევანი, რასაც გვეტყვით იმას გავაკეთებთთქო ვუთხარით, ეს იყო ევროკავშირის არჩევანი და რასაც თითი დაადეს იმას ვიღებთ,"- განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტმა, პირველი მოსმენით, მხარი დაუჭირა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის მიხედვით, სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამის გავრცელებასთან დაკავშირებით მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გასაჩივრდება.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.

მაუწყებლები, რომლებიც სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების გავრცელების აკრძალვის მოთხოვნას დაარღვევენ, ჯერ გაფრთხილებას მიიღებენ. ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ანალოგიური დარღვევის ჩადენის შემთხვევაში - დაეკისრებათ ჯარიმა ბოლო ერთი წლის შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, არანაკლებ 2 500 ლარისა. მომდევნო ანალოგიური დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმის თანხა იზრდება. „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 55/2-ე მუხლი მედია მომსახურების მიმწოდებლის პროგრამაში ან რეკლამაში სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების გავრცელების აკრძალვას ითვალისწინებს. ჯერ კიდევ მოქმედი კანონით, აღნიშნული აკრძალვის დარღვევასთან დაკავშირებით რეაგირება მხოლოდ მედიამომსახურების მიმწოდებლის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებშია შესაძლებელი.

კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან უმრავლესობის დეპუტატები: დავით სონღულაშვილი, ეკა სეფაშვილი, ბეჟან წაქაძე, ისკო დასენი, ირაკლი კირცხალია, ანტონ ობოლაშვილი და ირმა ზავრადაშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა