ანა წითლიძე მოსამართლეებს: მე არ გთხოვთ, რომ სარჩელი არ დააკმაყოფილოთ – საქართველოს ჰყავდა ანწუხელიძეც და ორჯონიკიძეც, რომელ გზას აირჩევთ, თქვენი გადასაწყვეტია
გოჩა მირცხულავა: პარტიების აკრძალვით, ივანიშვილი მილიონ ამომრჩეველს ეუბნება -ფეხებზე მკიდიხართ!
მაია კოპალეიშვილი: „ქართული ოცნების“ სარჩელი სრულიად დაუსაბუთებელია – არცერთ ოპოზიციურ პარტიას კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია
საქართველოში რესპირატორული ვირუსების სეზონი აქტიურდება – შემთხვევების 54%-მდე რინოვირუსზე მოდის, ნოემბრიდან გრიპის მატებას ელოდებიან
ანა წითლიძე: საკონსტიტუციო სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმეზე ფაქტობრივ მტკიცებულებად სამართლებრივი აბსურდი მიიღო
ილჰამ ალიევი: ომში ჩართულმა ქვეყნებმა აზერბაიჯანის გამოცდილება უნდა შეისწავლონ – ომის დაწყება ადვილია, დასრულება კი რთული
გიგა ფარულავა: პარტიების აკრძალვის შემთხვევაში „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტს დატოვებს – სამოქმედო გეგმას საზოგადოებას მალე გავაცნობთ
თენგიზ აბლოთია: ზანგეზურის დერეფნის პროექტის შესაძლო შეფერხებით მთავარი სარგებელი ბიძინა ივანიშვილმა შეიძლება მიიღოს

ნათია თურნავა - არანაირი პრობლემა სებ-ის ფუნქციონირებას, საფინანსო სექტორს და ჩვენ მიერ პოლიტიკის გატარებას არ შეექმნება

ნახვები: 511 ნათია თურნავა - არანაირი პრობლემა სებ-ის ფუნქციონირებას, საფინანსო სექტორს და ჩვენ მიერ პოლიტიკის გატარებას არ შეექმნება

არანაირი პრობლემა სებ-ის ფუნქციონირებას, საფინანსო სექტორს და ჩვენს მიერ პოლიტიკის გატარებას არ შეექმნება, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას უპასუხა, იქნება თუ არა საკმარისი საბჭოს ხუთი წევრი გადაწყვეტილებების მიღებისთვის, მაშინ, როდესაც ამ დროისთვის მოქმედი ოთხი წევრი თანამდებობას საბოლოოდ დატოვებს.

„საბჭო ქმედითუნარიანი იქნება. ჩვენ დაკისრებულ მოვალეობებს პირნათლად შევასრულებთ. არანაირი პრობლემა სებ-ის ფუნქციონირებას, რაც მთავარია, საფინანსო სექტორს და ჩვენ მიერ პოლიტიკის გატარებას არ შეექმნება. რა საკვირველია, სასურველი იქნება, შემდგომში შეივსოს ვაკანტური თანამდებობები. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ეს ჩვენს პასუხისმგებლობებს აღემატება და ჩვენს ფუნქციებს სცდება, ამაზე დასკვნას ვერ გავაკეთებთ. ისევ ვამბობ, რომ დეკემბერშიც, იანვარშიც და მომავალ წელსაც სებ-ის მენეჯმენტი ეფექტური იქნება“, - აღნიშნა თურნავამ.

რაც შეეხება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანიშვნას, თურნავას თქმით, აღნიშნული საკითხი მათ ფუნქციებს აღემატება.

„მოგეხსენებათ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანიშვნა ჩვენს ფუნქციებს აღემატება, ამიტომ ჩვენ ვერაფერს მოგახსენებთ. იმ საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, რაც პარლამენტმა გაზაფხულზე მიიღო, ეროვნულ ბანკს პირველი ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს. ასე რომ ამ კუთხით, საოპერაციო თვალსაზრისით, რაიმე პრობლემა ეროვნულ ბანკს არ შეექმნება. ფორმალურად, ვიცე-პრეზიდენტი ჩვენ ნოემბრის ბოლომდე გვყავს და შესაბამისად, მანამდე ახალი ვიცე-პრეზიდენტების დანიშვნაზე ვერ ვიმსჯელებთ“, - განაცხადა თურნავამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა