ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

სიამოვნებით მივიღებთ მონაწილეობას ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ანაკლიის პორტი იქნება ეს, თუ ნებისმიერი სხვა მიმართულება - ილჰამ ალიევი

ნახვები: 499 სიამოვნებით მივიღებთ მონაწილეობას ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ანაკლიის პორტი იქნება ეს, თუ ნებისმიერი სხვა მიმართულება - ილჰამ ალიევი

ყულევის პორტს ვფლობთ, რომელიც საქართველოში შავი ზღვის სანაპიროზეა, შეგვიძლია ეს პორტიც გავაფართოოთ. ეს ჩვენს თანამშრომლობას გააძლიერებს და კიდევ უფრო განამტკიცებს. ბაქო-თბილისის რკინიგზის მიმართულებით წარმატებას ხუთმაგად გავზრდით და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, - ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევმა, საქართველოში სამუშაო ვიზიტით ყოფნისას განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა ერთობლივი პროექტი უშველებელი მნიშვნელობის არის არა მარტო სამხრეთ კავკასიისთვის, არამედ ევრაზიული კონტინენტისთვის.

„ენერგეტიკის, ტრანსპორტის და სხვა მიმართულებებით, უშველებელი გეგმები გვაქვს. წარმატებული პროექტები და ინიციატივები უკვე შევქმენით. მიმაჩნია, რომ არ არის საჭირო მათი დასახელება, ყველამ იცის ეს პროექტი. ერთობლივად ენერგეტიკული სატრანსპორტო პროექტები განვახორციელეთ. დღეს ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ენერგეტიკული უსაფრთხოება იყოს. აქაც, ვაღრმავებთ თანამშრომლობას. ეს ჩვენი დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილია. დიდი სიამოვნებით მივიღებთ მონაწილეობას ინფრასტრუქტურულ პროექტებში რომლებზეც საუბარი იყო: ანაკლიის პორტი იქნება ეს, თუ ნებისმიერი სხვა მიმართულება. ყულევის პორტს ვფლობთ, რომელიც საქართველოში შავი ზღვის სანაპიროზეა, შეგვიძლია ეს პორტიც გავაფართოოთ. ეს ჩვენს თანამშრომლობას გააძლიერებს და კიდევ უფრო განამტკიცებს. ბაქო-თბილისის რკინიგზის მიმართულებით წარმატებას ხუთმაგად გავზრდით და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ეს ჩვენი შუა დერეფნის განვითარების უმსხვილესი კომპონენტი იქნება. ენერგეტიკის მიმართულებით, რომელიც ტრადიციული მიმართულებათა სფეროა, საუბარი უკვე გვქონდა მწვანე ენერგიის დერეფანზე. აქაც საქართველო და აზერბაიჯანი, ორი მოძმე ერი, შეთანხმებულად მუშაობს ევროპულ ერებთან. მომდევნო თვეებში, ამ პროექტის ტექნიკურ-ენერგეტიკულ კვლევას დავასრულებთ. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე შევძლებთ, ხელშესახები შედეგები დავდოთ ინვესტიციების სახით, რომელიც უკვე დაგეგმილია. ეს იქნება ენერგეტიკული მწვანე სადენის დერეფნის მიმართულებით, რომელიც საქართველო აზერბაიჯანის და პარტნიორი ქვეყნების ენერგოუსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ყველა ეს პროექტი, რომელიც ხორციელდება, უშველებელი მნიშვნელობის არის არა მარტო სამხრეთ კავკასიისთვის, არამედ ევრაზიული კონტინენტისთვის. მზად ვართ, რომ ძალისხმევა ამ მიმართულებით წარვმართოთ. ჩვენი პოლიტიკური ნება ძალიან დიდია, რომ არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით და გაფართოებით, ჩვენი მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა განვავითაროთ. ჩვენ ამას მოვახერხებთ“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა