Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

მიხეილ სარჯველაძე - არ იქნება ვეტო პრეზიდენტისთვის პოლიტიკურად მომგებიანი

ნახვები: 579 მიხეილ სარჯველაძე - არ იქნება ვეტო პრეზიდენტისთვის პოლიტიკურად მომგებიანი

არ იქნება ეს ვეტო მაინც და მაინც პრეზიდენტისთვის პოლიტიკურად მომგებიანი იმიტომ, რომ ძალაუნებურად აღმოჩნდება იმ პოზიციის გულშემატკივარი, რომ საქართველოში აღდგეს სახიფათო ბარიკადები - დღეს პრეზიდენტს რომ შეიძლება ჰქონდეს ანტაგონისტური დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ, მარტო ეს ნუ გახდება მიზეზი ამ კანონპროექტზე ვეტოს დადების, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომელიც გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაციას იმასთან დაკავშირებით, რომ სალომე ზურაბიშვილი „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში” ცვლილებებს ვეტოს დაადებს.

სარჯველაძის განმარტებით, თავიდანვე არასწორად მოხდა აღნიშნული ცვლილებების ინტერპრეტაცია და მნიშვნელოვანია, რომ ყველამ გაიგოს ამ კანონის შინაარსი.

„განხილვების პროცესშიც ჩემი მთავარი მოთხოვნა იყო, ვეუბნებოდი ხოლმე ოპოზიციონერებსაც, რომ ნუ ეცდებით სხვაგვარად, დამახინჯებულად წარმოაჩინოთ სიტუაცია-თქო. გაიხსენეთ, პირველსავე დღეებში როგორ იყო განცხადებები გაკეთებული, რომ კარვებს კრძალავენო. ეს ხომ აღმოჩნდა, რომ ტყუილი იყო, აბსოლუტური, ტოტალური ტყუილი. ეუბნებოდნენ, რომ აწი კარვების დადგმის უფლებას ეს კანონი არ მოგვცემსო - ეს არის ტყუილი! ჯერ ერთი, მარტო კარვებზე აქცენტის გაკეთება არ შეიძლება. იქ არის, მაგალითად, ისეთი ბარიკადების მოწყობა, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვა ადამიანის უსაფრთხოებას, ან იწვევდეს ბლოკირებას ისეთი ორგანიზაციების, როგორიც არის საავადმყოფო, სკოლა. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ეს არის დემოკრატიის ნაწილი, რომ ისეთი ბარიკადები მოეწყოს რუსთაველის გამზირზე, რომელიც სახიფათოა სხვა ადამიანების სიცოცხლისთვის, მათი ნებაა და ასე იფიქრონ, მაგრამ ჩვენი ქვეყნის მოქმედი სამართალი ამას ვერ შეიწყნარებს და ვერ იქნება ეს მიღებული და გაზიარებული. მე გამიჭირდება ვთქვა, რომ პრეზიდენტი ჩახედულია, მაგალითად, სტრასბურგის იურისპრუდენციაში ამ თვალსაზრისით, რომ იცის, მათ შორის, კანონპროექტის შინაარსი იმიტომ, რომ როგორც ჩანს, ის კვლავ იმ ტალღაზეა, რომ თითქოს, იკრძალება ზოგადად კარვების განთავსება. არ იქნება ეს ვეტო მაინც და მაინც მისთვის პოლიტიკურად მომგებიანი, იმიტომ, რომ ძალაუნებურად აღმოჩნდება იმ პოზიციის გულშემატკივარი, რომ საქართველოში აღდგეს სახიფათო ბარიკადები, თუ უნდა ამ პოზიციაზე დგომა და ამის გულშემატკივრობა, ეს მისი ნება იქნება, მაგრამ ზუსტად ამის გულშემატკივრობაა დღეს ვეტოს დადების გულშემატკივრობა. შესაბამისად, ჩემი მოწოდება იქნება, რომ ზოგადად გარკვევა მოხდეს რა არის შინაარსი და დღეს პრეზიდენტს რომ შეიძლება ჰქონდეს ანტაგონისტური დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ, მარტო ეს ნუ გახდება მიზეზი ამ კანონპროექტზე ვეტოს დადების“, - განაცხადა სარჯველაძემ.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა