ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

თამარ კორძაია შალვა პაპუაშვილს - რა დაგვხვდება ხვალ კიდევ სიურპრიზის სახით, იქნებ ჩვენც აგვიკრძალოთ შენობაში შემოსვლა?

ნახვები: 646 თამარ კორძაია შალვა პაპუაშვილს - რა დაგვხვდება ხვალ კიდევ სიურპრიზის სახით, იქნებ ჩვენც აგვიკრძალოთ შენობაში შემოსვლა?

როგორ შეფასდება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ ჟურნალისტთა უფლებების შეზღუდვა და საერთოდ რა დაგვხვდება ხვალ კიდევ სიურპრიზის სახით, იქნებ ჩვენც აგვიკრძალოთ შენობაში შემოსვლა მალე, იმიტომ, რომ თქვენთვის სასიამოვნო მოსაზრებები არ გამოვხატოთ? - ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს პლენარულ სხდომაზე, სადაც გააპროტესტა ამკრძალავი ნორმა, რომლითაც პარლამენტის აპარატის მოსამსახურეს, შესაძლოა პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის თანხმობის გარეშე დეპუტატებისთვის ბრიფინგის ჩასატარებლად განსაზღვრულ სივრცეში ჟურნალისტებთან კომუნიკაცია აეკრძალოს.

თამარ კორძაიამ პარლამენტის თავმჯდომარეს წარსული საქმიანობა შეახსენა, რა დროსაც დეპუტატის თქმით, შალვა პაპუაშვილი წიგნებს გამოსცემდა გამოხატვის თავისუფლებისა და ზოგადი უფლებების შესახებ.

„ბატონო შალვა დღეს დილით გავიღვიძეთ და დაგვხვდა სიურპრიზად თქვენი ბრძანება, რომლითაც ჟურნალისტებს უკრძალავთ პარლამენტის აპარატის თანამშრომლებთან კომუნიკაციას. თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელიც ბევრ წიგნს გამოსცემდა GIZ -ში მუშაობისას, გამოხატვის თავისუფლებაზე, უფლებებთან დაკავშირებით. თუ გიფიქრიათ იმაზე, ეს რა შედეგის მომტანი იქნება. როგორ შეფასდება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ ჟურნალისტთა უფლებების ასეთი შეზღუდვა და საერთოდ, რა დაგვხვდება ხვალ კიდევ სიურპრიზის სახით, იქნებ ჩვენც აგვიკრძალოთ შენობაში შემოსვლა მალე, იმიტომ, რომ თქვენთვის სასიამოვნო მოსაზრებები არ გამოვხატოთ?“- განაცხადა კორძაიამ.

დეპუტატ თამარ კორძაიას შეფასებას პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან რეპლიკა მოჰყვა: „ქალბატონო თამარ, უპირველეს ყოვლისა, რასაც ვცდილობდი მე მაშინ, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებიდან, ეს იყო იურისტების კომპეტენციის ამაღლება, ეს იყო მთავარი მიზანი. თქვენს შემთხვევაში, როგორც ჩანს, ვერ მივაღწიეთ ამ მიზანს“.

ცნობისთვის, პარლამენტის აპარატის მოსამსახურეს, შესაძლოა პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის თანხმობის გარეშე დეპუტატებისთვის ბრიფინგის ჩასატარებლად განსაზღვრულ სივრცეში ჟურნალისტებთან კომუნიკაცია აეკრძალოს.

როგორც შალვა პაპუაშვილმა განმარტა, საკითხი ეხება აპარატის იმ წევრებს, რომლებიც ჟურნალისტებს კომენტარს პარლამენტში დეპუტატებისთვის განკუთვნილ ადგილზე აძლევენ.

„რაც შეეხება იმას, თითქოს, აპარატის თანამშრომლებთან კომუნიკაციაზე ჟურნალისტებს შეზღუდვა უწესდებათ, აქ საქმე ეხება პარლამენტის თანამშრომლების შინაგანაწესს. ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფს „ლელოს“, „საქართველოსთვის“ პარტიის წევრები ფრაქციის აპარატში ჰყავს გაფორმებული და ხელფასს ფრაქციის აპარატიდან უხდიან, რაც პრობლემა არაა, თუმცა, როგორც ჩანს, ამ ადამიანებს იმდენად უნდათ პარლამენტის წევრობა, ჟურნალისტებს კომენტარს პარლამენტის წევრისთვის განკუთვნილ ადგილზე აძლევენ“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა