მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine
Ukraine's Unmanned Systems Forces destroy one Russian battalion on front line every day – 'Magyar'

"ოცნება" ისე წავა ხელისუფლებიდან, რომ მათი ლიდერების სასამართლოებზე თანამოაზრეები კი არა, ოჯახის წევრებიც ვერ მივლენ - მირცხულავა

ნახვები: 621 "ოცნება" ისე წავა ხელისუფლებიდან, რომ მათი ლიდერების სასამართლოებზე თანამოაზრეები კი არა, ოჯახის წევრებიც ვერ მივლენ - მირცხულავა
"დაიწყეთ ახლა - აბა, ნაცი მინდა? ან, რომ ნაცი ვარ! არ ვარ! ან სადაა ის ნაცი, რომლითაც აშინებთ ხალხს? ის ნაცი თავად გაგიხდებათ სანატრებელი. იმ ნაცებმა, რომ გაპატიეს მაშინ უამრავი უპატიებელი და ბოლო ინსტანციად განიხილეს საკუთარი მმართველობა, იმიტომ ფიქრობთ ახლა, რომ თქვენ შეგიძლოათ უარესი უკეთოთ საქართველოს", -ამის  შესახებ სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა წერს. 
 
 
"ისე მიდის საქმე, მშვიდობიანი - უმსხვერპლო, ხავერდოვანი რევოლუცია სანატრელი გაუხდება ბევრს. მაგრამ გვიანი იქნება. სისატიკე შობს სისასტიკეს. უსამართლობა შობს უსამართლობას. ძალიან მალე, ხალხს დასაკარგიც არაფერი ექნება და ირაკლის ტყეებსაც დაიბრუნებს და სხვათა მოპარულ მილიონებს.
ამ მიზეზებზე ფიქრია სწორი და არა შედეგზე, როდესაც შენიანიც კი ხარბს გეძახის ან ვიღაც რევოლუციის
მოწყობას აპირებს. რატომ გეაძახის?
რატომ აპირებს? ვიღაც ხომ
არ არის საშიში, საშიში ის არის, რომ
ამ "ვიღაცის" თანამზრახველი ხალხის რაოდენობა იზრდება. ეგრე სად არის თან არ ვიჩხუბოთი მითხრა და თან ყოველ დღე ღობე გადმომიწიო. როცა დასაკარგი არაფერი მექნება სწორედ მაშინ დაკარგავ ყვეელაფერს. ეს კლასიკაა. 2024, 2028... რა მნიშვნელობა აქვს, "ოცნება"
ისე წავა ხელისუფლებიდან, რომ მათი ლიდერების სასამართლოებზე თანამოაზრეები კი არა, ოჯახის წევრებიც ვერ მივლენ, სირცხვილის გამო.
დაიწყეთ ახლა - აბა, ნაცი მინდა? ან, რომ ნაცი ვარ! არ ვარ! ან სადაა ის ნაცი, რომლითაც აშინებთ ხალხს? ის ნაცი თავად გაგიხდებათ სანატრებელი. იმ ნაცებმა, რომ გაპატიეს მაშინ უამრავი უპატიებელი და ბოლო ინსტანციად განიხილეს საკუთარი მმართველობა, იმიტომ ფიქრობთ ახლა, რომ თქვენ შეგიძლოათ უარესი უკეთოთ საქართველოს. თქვენ ხომ
იცით - არ შეიძლებოდა ეპატიებინათ თქვენთვის, თქვენი მშობლებისთვის
თუ მოდგმისთვის. თქვენ "ქართული ოცნება" კი არა, "საქართველოს მოღალატეთა კავშირი" ხართ.
აგერ მე და აგერ თქვენ - წყლის
მომწოდებელი არ გეყოლებათ არავინ. ყოველთვის აგიხდათ რაც "გიმკითხავეთ", ეს ასი პროცენტით აგიხდებათ", - წერს მირცხულავა 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა