ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

თინა ბოკუჩავა - შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები წარმოადგენს რუსული კანონის მორიგ ნაირსახეობას

ნახვები: 504 თინა ბოკუჩავა - შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები წარმოადგენს რუსული კანონის მორიგ ნაირსახეობას

შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები წარმოადგენს რუსული კანონის მორიგ ნაირსახეობას და მიზნად ისახავს გამოხატვის და შეკრების თავისუფლების შეზღუდვას, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავას განცხადებით, ცვლილებების პროექტი არის კანდიდატის სტატუსის საბოტაჟის მორიგი მცდელობა.

„ეს განსაკუთრებით მტკივნეული და აქტუალურია დღეს ხელისუფლებისთვის, რომელსაც არ აქვს მოლოდინი, რომ მიიღებს ქვეყანა კანდიდატის სტატუსს და ეშინია იმ მშვიდობიანი პროტესტის, რომელიც შესაძლებელია საქართველოს მოქალაქეებმა გამოხატონ. ეს ცვლილებების პროექტი არის კანდიდატის სტატუსის საბოტაჟის მორიგი მცდელობა, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს და საერთო სასამართლოების მიერ დადგენილ პრაქტიკას, ისევე როგორც ადამიანს უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას, ეწინააღმდეგება 12 რეკომენდაციის სულისკვეთებას და ეწინააღმდეგება ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის შეკრების თავისუფლების სახელმძღვანელო პრინციპებს. მოვუწოდებთ პარლამენტს , ვენეციის კომისიის და ეუთო/ოდირის ჩართულობის გარეშე არ მოხდეს ამ ანტიკონსტიტუციური კანონის განხილვა საქართველოს პარლამენტში მაშინ, როდესაც ერთი თვეა დარჩენილი კანდიდატის სტატუსის განხილვამდე, რუსული კანონის ახალი ნაირსახეობა ვერ შეაშინებს საქართველოს მოქალაქეებს და ვერ შეაჩერებს იმ მშვიდობიან პროტესტს, რომელიც შეიძლება საქართველოს მოქალაქეებმა სხვადასხვა თემებზე გამოხატონ, თუმცა მსგავსი მავნებლობა ხელისუფლების მხრიდან უდავოდ ჩრდილს აყენებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს,“ - განაცხადა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, მმართველი გუნდი შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებასა და ახალი ამკრძალავი ნორმების ამოქმედებას გეგმავს. „ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით განსახილველად მზად არის „შეკრებებისა და მანიფესტაციების" შესახებ კანონში ცვლილებები, რომლის გათვალისწინებით, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციების მოწყობა ეკრძალებათ თუ მისი მოწყობა: საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება. ამასთან, კანონის პროექტის მიხედვით, „საჯარო სივრცის იერსახის დამახინჯების თავიდან აცილების მიზნით“, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციის მოწყობა იმ შემთხვევაშიც ეკრძალებათ, თუ მისი მოწყობის გარეშე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება. კანონპროექტის განმარტებით ბარათში, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილების განხორციელების მიზეზად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 18 სექტემბერს გავრცელებული განცხადებაა დასახელებული.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა