მსვლელობის მონაწილეები აშშ-ის საელჩოსთან მივიდნენ
ემანუელ მაკრონი - მოლაპარაკება შეუძლებელია, სანამ იარაღი ლაპარაკობს
ფრიდრიხ მერცი - ჯერ იარაღი უნდა გაჩუმდეს და შემდეგ შეიძლება მოლაპარაკებების დაწყება
ლეო XIV - ღმერთს ვევედრები მსოფლიოს მშვიდობის სასწაული აჩუქოს
კიტ კელოგი პუტინის შეთავაზებაზე - პირველ რიგში, უპირობო 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა და არა პირიქით
მამუკა ხაზარაძე - არ გავჩერდებით, ვიდრე ახალ არჩევნებს და ეროვნული ძალებისგან შემდგარ კოალიციურ მთავრობას არ მივაღწევთ
ზურაბ ცეცხლაძე - აშშ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პოლიტპატიმრები ციხეებიდან გათავისუფლდნენ
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - რუსეთს არა სიტყვებით, არამედ ქმედებებით შევაფასებთ

შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციამ აჩვენა, რომ იმ ბაქი-ბუქის უკან, რომელიც მათგან სიტყვიერად გვესმის, ქართველი ხალხის მხარდაჭერა არ დგას

02.10.2023 ნახვები: 348

ოპოზიციამ აჩვენა, რომ იმ ბაქი-ბუქის უკან, რომელიც მათგან სიტყვიერად გვესმის, ქართველი ხალხის მხარდაჭერა არ დგას - იცოდნენ, რომ ამ არჩევნებში კატასტროფულად წააგებდნენ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გუშინ გამართულ რიგგარეშე/შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, შეუძლებელია ქართველმა ხალხმა ხმა იმ პოლიტიკურ ძალას მისცეს, რომელიც უცხო ქვეყნის ინტერესებით მოქმედებს და არა ქართველი ხალხის.

„სამწუხაროა, რომ ოპოზიციამ არ მიიღო მონაწილეობა ამ არჩევნებში, ეს ნიშანდობლივია და ამითაც აჩვენეს, რომ იმ ბაქი-ბუქის უკან, რომელიც მათგან გვესმის სიტყვიერად, სინამდვილეში ქართველი ხალხის მხარდაჭერა არ დგას. წინ ამ პარლამენტს კიდევ ერთი წელი აქვს და რა თქმა უნდა, ერთი დამატებითი მანდატი ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა, იმისთვის, რომ საკუთარი წარმომადგენლობა გაეძლიერებინა. მეორე მხრივ, თუკი ფიქრობენ, რომ მათ ხალხის მხარდაჭერა აქვთ, კარგი შესაძლებლობა იქნებოდა, რომ ეს შუალედური არჩევნები გამოეყენებინათ და ეჩვენებინათ როგორც საზოგადოებისთვის, ისე საკუთარი უცხოელი მფარველებისთვის, რომ მათ აქვთ ხალხის მხარდაჭერა, მაგრამ იცოდნენ, რომ კატასტროფულად წააგებდნენ ამ არჩევნებში, ვინაიდან ის პოლიტიკური ძალა, რომელიც იყურება უცხო ქვეყნისკენ და მის ინტერესებში მოქმედებს და არა ქართველი ხალხის ინტერესებში, შეუძლებელია, ქართველმა ხალხმა ხმა მისცეს ასეთ ძალას,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა