ფუტკრის სკასავით აფუთფუთებული და აჯანყებული დღევანდელ საქართველო - ნატა აფციაურის რეპორტაჟი
„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი გივი წულეისკირი მიმართვას ავრცელებს
საპატრიარქო - სიონის ტაძარში, 40 დღის განმავლობაში, სასულიერო პირები მისი უწმინდესობის სულის საოხად დაიწყებენ პანაშვიდის გადახდას მგალობლების თანხლებით
მიხეილ სააკაშვილი - ჩვენ ვართ ბრძოლის მნიშვნელოვან ეტაპზე
მიხეილ სააკაშვილი - ბიძინა ივანიშვილს ორი ადამიანი - პატრიარქი და მე ვეზიზღებოდით
გურამ კაშია - ივნისში, რუმინეთთან მატჩში, ნაკრებში ბოლოჯერ ვითამაშებ
მოქალაქეები სიონის ტაძარში მიდიან
დონალდ ტუსკი - ორბანის ხალხი მოსკოვს ევროკავშირის სამიტების შესახებ დეტალურად აწვდის ინფორმაციას

ბულინგი და მუქარა სკოლაში - მეცხრე კლასელ გოგონას, სავარაუდოდ, საკუთარი თანაკლასელები აშანტაჟებენ

30.09.2023 ნახვები: 599

ბულინგი, მუქარა და დამცირება - მეცხრე კლასელ გოგონას, სავარაუდოდ, საკუთარი თანაკლასელები აშანტაჟებენ. უმძიმესი ფაქტი ქუთაისის ერთ-ერთ სკოლაში ხდება.

სოციალურ ქსელში, ვირუსულად გავრცელდა წერილი, რომელიც გოგონას სასკოლო ჩანთაში სავარაუდოდ თანატოლმა დაუტოვა.  წერილის შინაარსი მძიმე მოსასმენია. არ არის მარტივი იმის ნახვა, რასაც წერილთან ერთად გოგონას უგზავნიან და მისგან მოითხოვენ.  

გელათის საჯარო სკოლის ფაქტზე შსს-ს გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც ადვოკატმა, ლევან ჭელიძემ ამ შემზარავი ფაქტის შესახებ დაწერა.

ჭელიძე აცხადებს, რომ სკოლის ადმინისტრაციამ ბულინგის შესახებ აქამდეც იცოდნენ. 

"სოფლის საჯარო სკოლაში, მეცხრე კლასელმა გოგონებმა და ბიჭებმა, არა მარტო მათ, თანასკოლელებმაც, რამდენჯერმე დააძალეს და აუკრძალეს გაკვეთილების მომზადება, დავალების დაწერა და მასზე რამდენჯერმე განახორციელეს ბულინგი. გუშინ არასრულწლოვანის მშობელი დამიკავშირდა, ბავშვმა მოიტანა ფურცელი სკოლიდან, სადაც მიუთითებენ, რომ ჩავიდეს საპირფარეშოში, ე.წ. ბრიტვა ჩაიტანოს და ცერა თითიდან მაჯამდე დაისვას, იდინოს სისხლი, თუ ამას არ გააკეთებს, ჩაახრჩობენ უნიტაზში და ა.შ. მინდა გითხრათ, რომ აღნიშნული ს შესახებ ინფორმირებული იყო საჯარო სკოლის დირექტორი, კლასის დამრიგებელი, ასევე სკოლის სხვა პედაგოგები, რომლებიც ამ ფაქტს მალავდნენ და პოლიციაში მსგავსი განცხადება არ შესულა.- ამბობს ჭელიძე.

ახლა მთავარი კითხვაა, საიდან მოხვდა ბასრი საგანი სკოლაში და როგორ მოახერხეს არასრულწლოვნებმა მისი სასწავლო დაწესებულებაში შეტანა. 

განათლების ექსპერტები ამბობენ, რომ სკოლებში არსებულ ვითარებასთან და კონკრეტულად ამ ფაქტთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა განათლების სამინისტროს ეკისრება.

"ამ კონკრეტულ სიტუაციაში სასწრაფოდ უნდა ჩაერთოს, როგორც ფსიქოლოგი ისე სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლებიც. მოსწავლეებში მაღალია ბულინგის შემთხვევები. ძალიან ბევრი ფაქტია, არა ასე გახმაურებული. ამიტომ, განათლების სამინისტრომ სპეციალური პროგრამები უნდა შეიმუშაოს და მიაწოდოს ინსტრუქციები სკოლებს და მშობლებს".- ამბობენ განათლების ექსპერტები

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა