Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ნათია თურნავა : სები ყოველთვის იყო, რჩება და ხვალაც იქნება საერთაშორისო სანქციების ერთგული - გვინდა, რომ მათი აღსრულება იყოს უნაკლო

ნახვები: 578 ნათია თურნავა : სები ყოველთვის იყო, რჩება და ხვალაც იქნება საერთაშორისო სანქციების ერთგული - გვინდა, რომ მათი აღსრულება იყოს უნაკლო

საქართველო, ეროვნული ბანკი და საფინანსო სისტემა ყოველთვის იყო, რჩება და ხვალაც იქნება საერთაშორისო სანქციების ერთგული - გვინდა, რომ მათი აღსრულება იყოს უნაკლო. ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ განაცხადა.

თურნავას თქმით, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება ემსახურება იმას, რომ საერთაშორისო სანქციების აღსრულება საქართველოს იურისდიქციაში იყოს უნაკლო.

“თავიდანვე მინდ აიყოს ნათელი, რომ საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი და საფინანსო სისტემა ყოველთვის იყო ერთგული და დღესაც ერთგული რჩება და ხვალაც იქნება, საერთაშორისო სანქციების. მაგრამ ვართ რა ერთგული საერთაშორისო სანქციების, გვინდა, რომ მათი აღსრულება იყოს უნაკლო, შესაბამისად, ჩვენი გადაწყვეტილება და ეს ბოლო ცვლილება, რაც შევიტანეთ, ემსახურება იმას, რომ საერთაშორისო სანქციების აღსრულება საქართველოს იურისდიქციაში იყოს უნაკლო და რაიმე წინააღმდეგობა ადგილობრივი კანონმდებლობის სახით არ ხვდებოდეს, იყო სრული სინერგია ჩვენს კონსტიტუციას, კანონმდებლობასა და საერთაშორისო ვალდებულებების აღსრულებას შორის. ამის საპირწონედ და ამის გადასაწყვეტად იყო შეტანილი ის ცვლილება, რომელიც გულისხმობს, რომ საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში, თუკი ისინი აღმოჩნდებიან სასანქციო სიაში, არა კონკრეტული სახელი და გვარი, არამედ ნებისმიერი საქართველოს მოქალაქე, მათთან მიმართებაში ბანკები განახორციელებენ სანქციებით გათვალისწინებულ ზომებს იმ შემთხვევაში, როდესაც დადგება ძალაში საქართველოს სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი. ანუ სანქციის აღსრულებასა და სანქციის დადებას შორის გარკვეული პროცედურა გავაჩინეთ, რომელიც შეესაბამება ჩვენს კანონმდებლობას, სისხლისსამართლებრივ და ადმინისტრაციულ სამართალწარმოებას და შესაბამისად, შუალედური მოკვლევა, შესწავლა, ჩვენი კანონმდებლობის როლი და ფუნქცია აღარ დაიკარგა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

იპნ

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა