Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

მახარაძე იქნება, ვაშაძე ანდა სააკაშვილი, ყველა ეს მიმართულება არის საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ - ვოლსკი

ნახვები: 578 მახარაძე იქნება, ვაშაძე ანდა სააკაშვილი, ყველა ეს მიმართულება არის საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ - ვოლსკი

"ზურა მახარაძე იქნება ეს, თუ გიორგი ვაშაძე ანდა სააკაშვილი, რომელიც ინტენსიურად ლაპარაკობდა სისხლისღვრის აუცილებლობაზე, ყველა ეს მიმართულება არის საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ," - ასე აფასებს "ქართული ოცნების" დეპუტატი გიორგი ვოლსკი პრორუსული ძალადობრივი დაჯგუფების მხრიდან სამოქალაქო დაპირისპირებისთვის მზადებას და იარაღის მობილიზებას.

გიორგი ვოლსკი "ალტ-ინფოს" მხრიდან შეიარაღების მობილიზების საკითხიდან აქცენტის გადატანას ცდილობს და პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს. ვოლსკის სამიზნე ამ შემთხვევაში "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე და მის მიერ სასესიო სხდომაზე გაკეთებული განცხადება გახდა. 

"ზურა მახარაძე იქნება ეს, თუ გიორგი ვაშაძე ანდა სააკაშვილი, რომელიც ინტენსიურად ლაპარაკობდა სისხლისღვრის აუცილებლობაზე, ყველა ეს მიმართულება არის საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ. ეს არის ტრაგედია რომ ადამიანები ერთმანეთს იარაღის გამოყენებით ემუქრებიან. ვინც არ უნდა იყოს, მაგრამ როდესაც პარლამენტის ერთ-ერთი ოპოზიციური ფლანგის ხელმძღვანელი და ამავე დროს ხელმძღვანელი ენმ-ის ახლადშექმნილი კონგლომერატების, გამოდის და იმუქრება, რომ იარაღის გამოყენება მათ იციან და ეს უნდა მოხდეს, ეს რომ არ არის თქვენი თვალთახედვის არეალში, ეს მაკვირვებს,“ - ამბობს გიორგი ვოლსკი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა