Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

პრორუსული დაჯგუფება "ალტ-ინფო" შეიარაღებული თავდასხმისთვის ემზადება - რას ამბობენ ოპოზიციაში

ნახვები: 577 პრორუსული დაჯგუფება "ალტ-ინფო" შეიარაღებული თავდასხმისთვის ემზადება - რას ამბობენ ოპოზიციაში

იარაღის მობილიზება და სამოქალაქო დაპირისპირების ორგანიზება - ოპოზიცია საგამოძიებო უწყებებს "ალტ-ინფოს" ქმედებებით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

როგორც ოპოზიციური პარტიების ლიდერები ამბობენ, ძალადობრივი დაჯგუფების განცხადებები და მოწოდებები სოციალურ ქსელში, სადაც შეიარაღების მობილიზება და მათგან განსხვავებული პოზიციების მქონე ჯგუფებთან დაპირისპირება იგეგმება, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

"ლელოს" დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი დარწმუნებულია, რომ ძალადობრივ, პრორუსულ დაჯგუფებას დაპირისპირების სცენარი ჩაუვარდება.

არ ვფიქრობ, რომ მათი ეს სცენარი გამოვა, ხელისგულზე დევს, ვინ ცდილობს საქართველოში დესტაბილიზაციას. ეს არის რუსეთი და მისი საცეცები, ფარცხალაძის, „ალტ-ინფოს“ და „ქართული ოცნების“ ხელით,“ - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

სამართალდამცავები უკვე რომ გამოძიებას უნდა აწარმოებდნენ, ამაზე საუბრობს "ევროოპტიმისტების" წევრი ხატია დეკანოიძე. როგორც დეპუტატი ამბობს, იმ ფონზე, როდესაც შეიარაღებული თავდასხმის ორგანიზება სახეზეა და ამ დროს საგამოძიებო უწყებები არ მოქმედებენ, ადასტურებს იმას, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები პრორუსული დაჯგუფების გაძლიერებას ხელს უწყობენ. 

"სამართალდამცავ უწყებას ზუსტად ცხვირწინ აქვს ინფორმაცია და ვიღაც ადამიანების მიერ თუნდაც სახელმწიფო გადატრიალების, შეიარაღებული თავდასხმის ორგანიზების მცდელობა და არაფერს აკეთებს, ეს ნიშნავს, რომ სუს-იც და მთელი სახელმწიფო სამსახური ეხმარება სწორედ "ალტ-ინფოს", იმისთვის, რომ გაძლიერდეს,“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

"ნაციონალურ მოძრაობაში" კი თვლიან, რომ სწორედ სუს-ის განცხადებასთან თანხვედრაში მოდის ძალადობრივი ჯგუფების გააქტიურება. 

„ალტ-ინფოს“ მორიგი გამოხტომა არის სინამდვილეში სუს-ის აბსურდული განცხადების გაგრძელება, ისინი ერთობლივად ცდილობენ, რომ რამენაირად ალარმიზაცია მოახდინონ თავისი "ოცნების" საბაზისო ამომრჩევლის,“ - ამბობს პეტრე ცისკარიშვილი.

tvpirveli.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა