ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ "ოცნებამ" ოპოზიციიდან ხალხი გადაიბიროს - ხვიჩია

ნახვები: 503 პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ "ოცნებამ" ოპოზიციიდან ხალხი გადაიბიროს - ხვიჩია

პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ "ოცნებამ" ოპოზიციიდან ხალხი გადაიბიროს - ასეთი განცხადება გააკეთა "გირჩის" ლიდერმა იაგო ხვიჩიამ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ.

ხვიჩიას თქმით, რაც ზუსტად იცის ისაა, რომ მისი პარტიიდან ვერავის გადაიბირებს მმართველი გუნდი და თითს "ნაციონალური მოძრაობისკენ" იშვერს.

მისი თქმით, სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები არიან შემჩნეული ბოლო პერიოდში გადაბირებაში.

"მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტი მშვიდად უყურებს ამ საკითხს, მიუხედავად იმისა რომ არცერთი არ გამოვრიცხავთ, რომ ოცნებამ შეიძლება გადაიბიროს ხალხი ოპოზიციიდან, ეს მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, რამდენს გადაიხდიან. მე გამოვრიცხავ რომ ჩემი პარტიიდან მოისყიდონ ვინმე, მაგრამ სხვა ვინმე როგორ გამოვრიცხო, როცა ცოტა ხნის წინ გვქონდა ასეთი შემთხვევა. ძირითადად ნაციონალური მოძრაობის სიით შესული ხალია ძირითადად, როგორც წესი, ამაში შემჩნეული. მერე კი ამბობენ, აღარ ვართ, სხვა პარტიაში ვართ და ა.შ. მაგრამ მე მათ მოფერებით მაინც ნაცებს ვეძახი, ამიტომაც საფრთხეც უფრო იქიდან მოდის. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ, რომ ეს ქართული "ოცნებისთვისაც" არ იქნება სასიამოვნო, იმიტომ, რომ 80-ზე მეტი ადამიანი უნდა დამწკრივდეს და უნდა თქვას, რომ ჩვენ რომ ვიძახდით შემოხაზეთ 48 ახლა ეგ ყველაფერი უკან უნდა წავიღოთო, იმიტომ რომ პრეზიდენტი თავისი ხარჯებით წავიდა ევროპაში საქმეზე, როდესაც პრემიერი ოჯახურ საქმეზე დადის სახელმწიფო თვითმფრინავით". - ამბობს იაგო ხვიჩია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა