ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

იაგო ხვიჩია - პრემიერის იმპიჩმენტს ჩვენი მხარდაჭერა არ ექნება, „ლელოს“ თავის გამოჩენის სურვილი აქვს

ნახვები: 505 იაგო ხვიჩია - პრემიერის იმპიჩმენტს ჩვენი მხარდაჭერა არ ექნება, „ლელოს“ თავის გამოჩენის სურვილი აქვს

პარტია „გირჩის“ ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, პრემიერის იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერენ.

„პრემიერის იმპიჩმენტს ჩვენი მხარდაჭერა არ ექნება. თუ დავფიქრდებით, ოპოზიციას ღარიბაშვილი ყველაზე მეტად გვაწყობს „ქოცების“ პრემიერად. გამარჯვება თუ გინდა და საერთოდ რამის გამკეთებელი ხარ, სხვანაირად როგორ უნდა დაგეხმაროს „ქართული ოცნება“. შენ კიდევ ითხოვ ხელისუფლების ყველაზე სუსტი და რეპუტაციაშერყეული პერსონა გადავაყენოთ და ამის ნაცვლად, ქოცებსვე ვთხოვოთ, უკეთესი პრემიერი მოგვიყვანონ. ამის რატომ გჯერა, რა გაძლევს ამის საფუძველს? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პრემიერმა ყველაფერში წააგო – პრეზიდენტთან წააგო, თვითმფრინავის საქმეზე წააგო, ბორელი რომ ჩამოვიდა, წააგო და წააგო. ამ დროს შენ გინდა, გამარჯვებით დაასრულებინო, რომ საბოლოო ჯამში, მისი იმპიჩმენტი ვერ შედგა“, – იაგო ხვიჩიამ.

კითხვაზე, რა მიზანი აქვს „ლელოს“, როდესაც ის პრემიერის იმპიჩმენტს ითხოვს, ხვიჩიამ განაცხადა:

„თავის გამოჩენის სურვილი. როგორც მასწავლებელი კლასში იტყვის, აბა, ვინ არის მზად გაკვეთილისთვისო და რომც არ იყო მზად, ხელს რომ იწევ ყველაზე ენერგიულად და იძახი, მას, მას გამიყვანეო, ასეთი ეფექტი აქვს. თავის გამოჩენა მაშინ, როდესაც ეს თემა მაინცდამაინც თავის გამოსაჩენი არ არის“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა