ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

არასოდეს მქონია ლანგრით მორთმეული არაფერი - ჟურნალისტისა და პოეტის ემოციური პოსტი

ნახვები: 2070 არასოდეს მქონია ლანგრით მორთმეული არაფერი - ჟურნალისტისა და პოეტის ემოციური პოსტი
"ალბათ უარს ვიტყვი მაგისტრატურაზე ვინაიდან, დედაჩემისა და მამაჩემის უდიდესი შრომით, წვალებით - ჩემი სწავლა არ იქნება რიგიანი.
არც ქვეყნიდან წავალ, რადგან ზუსტად ვიცი, რომ ამ ქვეყანას ვჭირდები - ზრდილი, განათლებული, აკადემიური, შრომისმოყვარე და მიზანდასახული ბიჭი", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი და პოეტი ზუკა ნემსაძე წერს.
 
"რამდენიმე რამ ჩემ შესახებ:
დედაჩემი, 27 წელია პედაგოგია, 24/7 ზე მუშაობს, ძალიან ბევრს, რომ ჩემი მომავალი შექმნას.
მამაჩემი, სარიტუალო დარბაზის მძღოლია, კერძოდ გარდაცვლილებს ასვენებს სხვადასხვა ლოკაციებიდან სახლში, ხშირ შემთხვევაში ღამეები არ ძინავს ხოლმე. (ეს ამბავი მანიპულაციების საგანი არა ერთ გზის გამხდარა)
ღრმა ბავშვობიდან ვწერ, თუ გადახედავთ ჩემი პოეზიის გვერდს ასიათასობით ნახვებიც აქვს ჩემს ნაწერებს, თუმც ეგ არაფერი..
როცა ძალიან გვიჭირდა, ასეთი დროც იყო. 14-დან 16 წლამდე ყოველ ზაფხულს, სოფელშიც წავსულვარ, ე.წ. თხილის საკრეფ ბრიგადაში მიმუშავია, დილის 9-დან საღამოს 8 მდე, ანაზღაურება 30 ლარი იყო - იმისათვის რომ ქვეყნიდან არ წავსულიყავი. ( დედაჩემის უარის მიუხედავად მაინც გამიკეთებია, რომ ჩემი სასკოლო ფული მქონოდა)
საატესტატო გამოცდების პარალელურად, „ნიკორაში“ გავიარე სტაჟირება, ჩავაბარე გამოცდები და კონსულტანტად ვიმუშავე 11 კლასის ბოლოს, ზაფხულში.
ამის პარალელურად ბათუმსა და ქობულეთში იმართებოდა ჩემი შემოქმედებითი საღამოები. ( სავსე დარბაზებით, ფოტო მტკიცებულებები არსებობს)
როგორ მახსოვს, ნიკორაში მთელი ღამე ნათევი გამოვრბოდი და ვმუშაობდი, ვრეპეტიციობდი, რომ მაყურებლის წინაშე აკადემიურად წარვმდგარიყავი.
ყოველ არდადეგებზე, სოფლის ცხოვრებას ვეუფლებოდი, ვსწავლობდი: ბარვას, თოხნას, თესვას, მოსავლის აღებას და დაბინავებას.
თუმცა ამ ყველაფრის მიღმა, ვსწავლობდი. კარგი აკადემიური მოსწრებით. ვკითხულობდი ბევრს, ვაკეთებდი ყველაფერს რაც შემეძლო ან არ შემეძლო.
უნივერსიტეტიც დავასრულე აგერ ახლა, წარმატებით! თუმცა ცხოვრებაში ბევრი ბარიერი გადავლახე, ბევრი ვიბრძოლე და ჯერ კიდევ მთავარი წინ მაქვს.
არასდროს მქონია ლანგრით მორთმეული არაფერი, პირიქით ყველაფერს მძიმე შრომით ვიღებდი. დღე-დღეზე მაგისტრატურის სტუდენტი გავხდები, ჩავირიცხები უნივერსიტეტში.
იმდენად მიყვარს ჩემი პროფესია - ჟურნალისტიკა, რომ მაგისტრატურაზეც ამის გაგრძელების სურვილი მაქვს.
მაგისტრატურის გამოცდებზეც სრულიად მოუმზადებელი გავედი, პარალელურად ვმუშაობდი, მომზადების არც თავი მქონდა და არც შესაძლებლობა. თუმცა გავედი.
დღეს, 22 წლის ბიჭი ჩემი მშობლების შემყურე (ფინანსურად) სირცხვილი გრძნობას განვიცდი..
ალბათ უარს ვიტყვი მაგისტრატურაზე ვინაიდან, დედაჩემისა და მამაჩემის უდიდესი შრომით, წვალებით - ჩემი სწავლა არ იქნება რიგიანი.
არც ქვეყნიდან წავალ, რადგან ზუსტად ვიცი, რომ ამ ქვეყანას ვჭირდები - ზრდილი, განათლებული, აკადემიური, შრომისმოყვარე და მიზანდასახული ბიჭი.
არც არავის წინააღმდეგ ვწერ ახლა და არც არავის საამებლად, თუმცა ყველამ მინდა ზუსტად იცოდეთ, რომ შექმენით საკუთარი თავი და იბრძოლეთ!
ჩვენს ირგვლივ ბევრი უსამართლობაა.. თუმცა ობლის კვერიც ცხვება, სამართალიც მოდის და ცხოვრების აზრიც ბრუნდება.
უბრალოდ გული მწყდება ფაქტზე, ამ პატარა ქვეყანაში როგორ ვერ შევძელით ერთმანეთი გვყვარებოდა.
მე შემძლებოდა პროფესიულად თავის რეალიზება, ვინც მიცნობს იცის რომ თავს არ ვზოგავ იმდენად მიყვარს ჩემი პროფესია.
აი, შენ ახლა ვინც კითხულობ და ბუღალტერი ხარ თუმცა მამაშენის ძმაკაცის გავლენის გამო, ექიმობ.
ან სტომატოლოგი ხარ და შენი ძმაკაცის გავლენის გამო სკოლის დირექტორი ხარ! - უბრალოდ იცოდე ჩვეულებრივი არარაობა ხარ.
ის კი არა, ვინც შენ დაგნიშნა არამედ შენ რადგან ამ ყველაფერს იფერებ..
ზუსტად ამ ხანმოკლე დროში, 22 წლის ასაკში, იმდენჯერ დამიდეს ფეხი, იმდენჯერ წამაქციეს რომ რა დათვლის, ახლაც ავდგები ჩემო მეგობრებო, ავდგები ამაყად და მხრებგაშლილი რადგან ჩემთვის პრიორიტეტი ადამიანთა სიყვარულია.
ამ რამდენიმე ხნის წინ, ზუსტად მივხვდი რა იყო ამ „კედლების“ აშენების მიზეზი ჩემს წინააღმდეგ, სწორედ ის კონკურენციისა თუ სამართლიანი და განათლებული ტიპის შიში.
ჰოდა ჩემო მეგობრებო ამ უწყინარ ზუკას, რომ უყურებთ ბევრი სევდა, ტკივილი და ემოცია მოდის.. დანარჩენი თუ ოდესმე მეღირსა წიგნების გამოცემა იქ წაიკითხავთ ისტორიებს ადამიანებზე, ისტორიებს ფენაზე, რომელიც სამწუხაროდ ამ ქვეყანაში არავის აინტერესებს.
ნახვამდის, შეხვედრამდე!", წერს ნემსაძე
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა