Partisans sabotage key transit hub for Russian military cargo to Zaporizhzhia front
Eastern-rite Christians celebrate Easter
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,070 over past day
US and Iran fail to reach agreement to end war – JD Vance
Ukrainian air defense downs rare Russian drones Knyaz Veshchiy Oleg and Izdeliye-54
Ukraine’s USFs eliminate over 82,000 Russian troops in 10 months
Electricity imports: PM Svyrydenko holds meeting with Ukrenergo leadership
Macron, Erdoğan discuss war in Ukraine, Middle East situation

ილიას ზუროსი - მინდა, ჩემს მოთამაშეებს მივულოცო, მათ დაამტკიცეს, რომ აქ ყოფნას ვიმსახურებდით

30.08.2023 ნახვები: 544

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრაში ვენესუელის ნაკრები დამაჯერებლად, 70:59 დაამარცხა და ბრძოლას მეორე ჯგუფურ ეტაპზე გააგრძელებს.

მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა მოთამაშეებს წარმატება მიულოცა და აღნიშნა, რომ შემდეგ ჯგუფურ ეტაპზეც გუნდი გამარჯვებებისთვის იბრძოლებს.

„მინდა, მივულოცო ჩემს მოთამაშეებს. ამ დღეების მანძილზე მათ შესანიშნავად იმუშავეს და ყველას აჩვენეს, რომ აქ ყოფნას ვიმსახურებდით. ეს ქართული სულია. მიხარია, რომ ამ წარმატებით მთელმა ქვეყანამ გაიხარა.

მსოფლიოს 16 საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვედრა იოლი არაა. ასევე მსურს, მივულოცო სამწვრთნელო სტაფს, ექიმებს, გულშემატკივრებს. აქ ვინცაა, მხრუვალედ გვქომაგობს. ვეცდებით, გამარჯვებებისთვის მომდევნო ჯგუფურ ეტაპზეც ვიბრძოლოთ.

მატჩიდან მატჩამდე ვცდილობთ, საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვავლინოთ. ავსტრალიას და გერმანიას ბრწყინვალე გუნდები ჰყავთ, ისინი NBA-ის დონის მოთამაშეებით არიან დაკომპლექტებულნი და მათი თითოეული კალათბურთელი ფიზიკურად ძალიან ძლიერია, თუმცა ბრძოლა და სასურველი შედეგის მიღწევა შეგვიძლია“, – განაცხადა ილიას ზუროსმა.

შეგახსენებთ, რომ მეორე ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრები 1 სექტემბერს – გერმანიას, ხოლო 3 სექტემბერს ავსტრალიას დაუპირისპირდება.

1tv.ge

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა