ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

მდინარეებზე წყლის დონის მატება, მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები - რა განცხადებას ავრცელებს გარემოს ეროვნული სააგენტო

ნახვები: 634 მდინარეებზე წყლის დონის მატება, მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები - რა განცხადებას ავრცელებს გარემოს ეროვნული სააგენტო

თბილისში ძლიერი წვიმაა. უამინდობამ დედაქალაქში სერიოზული პრობლემები შექმნა. გლდანში ქუჩები დაიტბორა, დატბორილია ასევე დიოლიძის ქუჩაც. ანალოგიური მდგომარეობაა სხვა უბნებშიც. 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ძლიერი წვიმაა დღეს მოსალოდნელი საქართველოს სხვა რეგიონებშიც. მათი ცნობით, 29 აგვისტოს ღამის საათებიდან შავი ზღვის სანაპირო რაიონებში ზოგან, ხოლო დღისით საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარი. 

"მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა