Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

პაატა მანჯგალაძე - სააკაშვილის მოქალაქეობის საკითხზე საუბარი სისულელეა, ვერანაირი კანონი ვერ შეაჩერებს პიროვნულ ავტორიტეტს

ნახვები: 577 პაატა მანჯგალაძე - სააკაშვილის მოქალაქეობის საკითხზე საუბარი სისულელეა, ვერანაირი კანონი ვერ შეაჩერებს პიროვნულ ავტორიტეტს

პარტიასთან გამიჯვნა არ ხდება. ვინაიდან მიხეილ სააკაშვილი სპეციფიკურ ვითარებაშია და  ამომრჩეველთან პირდაპირი კომუნიკაციის შესაძლებლობა არ აქვს, საჭიროა კონკრეტული ადამიანი, რომელიც მხოლოდ ამ მიმართულებით იმუშავებს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის სახელით სოფო ჯაფარიძის მიერ საარჩევნო კამპანიის დაწყებაზე გააკეთა კომენტარი.

მანჯგალაძის თქმით, კარგი ინიციატივაა, რადგან ხალხთან უფრო ახლოს ყოფნა ყოველთვის მისასალმებელია.

„ინტერპრეტაცია რომ არ იყოს, სააკაშვილმა ძალიან გარკვევით ისაუბრა, რა მისია აქვს ჯაფარიძეს. ასევე, გარკვევით თქვა სოფო ჯაფარიძემ. პარტიასთან გამიჯვნა არ ხდება. პირიქით, ეს არის ხალხთან უფრო ახლო კომუნიკაციის შესაძლებლობა, ვინაიდან მიხეილ სააკაშვილი სპეციფიკურ ვითარებაშია და მას არ აქვს ამომრჩეველთან პირდაპირი კომუნიკაციის შესაძლებლობა. ამიტომ საჭიროა კონკრეტული ადამიანი, რომელიც მხოლოდ ამ მიმართულებით იმუშავებს.

პარტიას აქვს სხვა ბევრი მიზანი და ამოცანა. ამიტომ ერთი მეორეს კი არ ემიჯნება და ეწინააღმდეგება, არამედ ავსებს. ძალიან კარგი ინიციატივაა და ეს არავის არაფერს არ დაუშავებს, პირიქით, ხალხთან უფრო ახლოს ყოფნა ყოველთვის მისასალმებელი და კარგია. ლიდერობას მოქალაქეობა არ სჭირდება. ლიდერობა მოქალაქეობაზე ზემოთაა. ლიდერობა პიროვნულ გავლენებს ნიშნავს. ვერანაირი კანონი და ვერანაირი კონსტიტუცია ვერ შეაჩერებს ამ პიროვნულ გავლენებს და პიროვნულ ავტორიტეტს. ამიტომ მოქალაქეობის საკითხზე საუბარი სისულელე მგონია. ივანიშვილი სინამდვილეში საქართველოს მოქალაქე არასდროს ყოფილა და აგერ, ქვეყანა გადაატრიალა“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა