ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

საძიებო სამუშაოების არეალი გაზრდილია როგორც მდინარე ჭანჭახის, ასევე რიონის კალაპოტში

ნახვები: 638 საძიებო სამუშაოების არეალი გაზრდილია როგორც მდინარე ჭანჭახის, ასევე რიონის კალაპოტში

საძიებო სამუშაოების არეალი გაზრდილია როგორც მდინარე ჭანჭახის, ასევე მდინარე რიონის კალაპოტში, – ამის შესახებ ონის მერმა, სერგო ხიდეშელმა განაცხადა.

როგორც სერგო ხიდეშელმა აღნიშნა, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 27 მოქალაქე არის გარდაცვლილი, 25 არის იდენტიფიცირებული და ექვსი მოქალაქის საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს

„მოგეხსენებათ, გაზრდილია საძიებო სამუშაოების არეალი როგორც მდინარე ჭანჭახის, ასევე მდინარე რიონის კალაპოტში. მინდა, მადლობა ვუთხრა ყველა ჩართულ პირს, ყველა სტრუქტურას და ყველა სტრუქტურის წარმომადგენელს, ასევე მუნიციპალიტეტების მერებს, ჩემს კოლეგებს გვერდში დგომისთვის და ჩვენი ხალხის გვერდში დგომისთვის. საძიებო სამუშაოები არის აქტიურ რეჟიმში. გადასული არის მძიმე ტექნიკა როგორც მდინარე ჭანჭახის კალაპოტში, ასევე ლოკალურად სტიქიის ზონაში მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები. გუშინ ძლიერი წვიმა იყო ჩვენს მუნიციპალიტეტში ღამის განმავლობაში, თუმცა საძიებო სამუშაოებისთვის ამას რაიმე შეფერხება არ მოუტანია“, – განაცხადა ხიდეშელმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა