ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის თავდასხმა უკრაინის პორტებზე არის დარტყმა მსოფლიო სასურსათო ფასებზე

ნახვები: 638 ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის თავდასხმა უკრაინის პორტებზე არის დარტყმა მსოფლიო სასურსათო ფასებზე

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა გასულ ღამეს რუსეთის საჰაერო იერიში უკრაინის პორტებზე. ამის შესახებ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„ყოველი პორტზე თავდასხმა არის დარტყმა მსოფლიო სასურსათო ფასებზე, დარტყმა სოციალურ და პოლიტიკურ სტაბილურობაზე აფრიკასა და აზიაში. ძირითადი რამ, რაც უზრუნველყოფს საზოგადოების ნორმალურ ცხოვრებას, ეს არის საკვები. მსოფლიოში არცერთ სხვა ტერორისტს, რუსეთის გარდა, არასოდეს დაუმიზნებია ამდენი ერის უსაფრთხოებისთვის ერთდროულად ასე ღიად და მიზანმიმართულად“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ახლა უკვე მეშვიდე მასობრივი თავდასხმა განხორციელდა რუსეთის მხრიდან უკრაინის პორტზე მას შემდეგ, რაც მოსკოვმა გაერო-ს მიერ მხარდაჭერილი შეთანხმება დატოვა.

ზელენსკის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ ზრუნავს გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებაზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა