ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

„ბავშვი მეუბნებოდა ამ ადგილას დიდხანს ვერ გავძლებ, ძალიან მცივაო, კინაღამ დავიხრჩვეთ, ამის ახსნა რაღატომ უნდა მჭირდებოდეს“ - დავით ჯელაძე

ნახვები: 634 „ბავშვი მეუბნებოდა ამ ადგილას დიდხანს ვერ გავძლებ, ძალიან მცივაო, კინაღამ დავიხრჩვეთ, ამის ახსნა რაღატომ უნდა მჭირდებოდეს“ - დავით ჯელაძე

შოვში სტიქიას გადარჩენილი დავით ჯელაძე ქართული ოცნების თავმჯდომარის დღევანდელ განცხადებაზე ამბობს, რომ ეს გადარჩენილების შეურაცხყოფა იყო. "დღის სტუმრის" ეთერში მან კიდევ ერთხელ გაიხსენა მომხდარი და თქვა, რომ ის და მისი დისშვილი 2 საათზე მეტხანს მიდიოდნენ მეწყერში, სიარულის დროს დაარტყათ მეწყერმა და საერთოდ მოაშორათ ოჯახს - "კინაღამ დავიხრჩვეთ მე და მაშო, როგორ ამოვძვერით იმ მიწიდან, მიკვირს, ამის ახსნა რაღატომ უნდა მჭირდებოდეს, ვერ ვხვდები".

"მინდა ალბათ დავიძინო, თავიდან გავიღვიძო და ეგ კომენტარი აღარ დამხვდეს, აღარ დამხვდეს იმიტომ, რომ ეგ რა იყო, ეგ იყო შეურაცხყოფა გადარჩენილი ადამიანების. იმ ადამიანების რომლებიც იბრძოდნენ გადასარჩენად და არ უნდოდათ შედეგი. ეგ განცხადება რამ გააკეთებინა, რამ ათქმევინა ეგ ყველაფერი, მე ვერ ვხვდები, ალბათ არ უყვარს ადამიანები, თავისი მოქალაქეები, თავისი ქვეყნის შვილები არ უყვარს ალბათ, არ ვიცი, რატომ გააკეთა ეგ ყველაფერი ვერ ვხვდები მე. ჩვენ იქ ვიბრძოდით გარჩენისთვის, ჩვენით ვიბრძოდით, ჩვენი ძალებით, იქ ადამიანს რა შეიძლება შეეძლოს, არაფერი შეგვეძლო, ღმერთის იმედად ვიყავით და ვმოძრაობდით, გვინდოდა გადავრჩენილიყავით. ირაკლი კობახიძე ამბობს რატომ წავიდა იმ ადგილიდან იმ ადგილასო, ეგ რა კითხვაა?! მაგაზე მეტი კითხვა არ გაუჩნდა ტრაგედიიდან გამომდინარე?! როგორ გადავრჩით?! რატომ გადაადგილდა ამ ადგილიდან იმ ადგილზეაო, ამაზე მეტი კითხვა როგორ ვერ უნდა მოიფიქროს ამხელა ადამიანმა, სახელმწიფოს მმართველმა, ვერ ვხვდები, ამაზე პასუხის გაცემაც მრცხვენია, როგორ უნდა გავცე ამაზე პასუხი, მრცხვენია", - თქვა ჯელაძემ.
მისი თქმით, მეწყერი ზუსტად მათ პირდაპირ მოდიოდა, პატარა მაშო ეუბნებოდა, რომ სციოდა და დიდხანს ვერ გაძლებდა იმ ადგილზე, სადაც იყვნენ. 

ჯელაძე კიდევ ერთხელ ყვება, რომ არ ჰქონდა მისი ოჯახის გადარჩენის იმედი და ფიქრობდა, რომ მისი დისშვილი მაინც გადაერჩინა.

"მეწყერი მოდიდოა ზუსტად ჩვენ პირდაპირ, ამის ახსნა რაღატომ მჭირდება, ამის მოყოლა ჩვენი ხელისუფლებისთვის არ ვიცი. ვერ გაიგეს ვერც მაშინ და ალბათ არც ამ ისტორიას არ მიიტანენ გულთან. საშინელ დღეში ვარ, ვერც ვყვები ვერაფერს, მონაყოლი მაქვს ათასჯერ და რაღატომ სჭირდება არ ვიცი", - ამბობს ის.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა