არასამთავრობო ორგანიზაციები გიორგი დავითაძის საქმეზე დამოუკიდებელ და ეფექტიან გამოძიებას მოითხოვენ
გიორგი მელაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოდან ორი გერმანული ფონდი გააძევა და ქვეყანა ბელარუსის, რუსეთისა და აზერბაიჯანის „კლუბს“ შეუერთა
ბესო წერედიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: თავისიანებს არ ინდობენ, მათთვის არ არსებობს ღირსება, რწმენა და თავმოყვარეობა
ირაკლი მელაშვილი: დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფლება გაისვარა იმ სიბინძურეში, რასაც პატიმრების წამება ჰქვია
გიორგი დავითაძის დედა: პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები სრული არ არის, ბევრი ნაწილი აკლია
ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული, საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში წავიდეს, ეკლესიებს შორის ურთიერთობა გრძელდება და გაგრძელდება
თანამედროვე ჟურნალისტიკა: ეპოქის გამოწვევები და ობიექტურობის ძიება
კონრად ადენაუერის ფონდი თბილისში ოფისს ხურავს - KAS გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობის მიერ საქმიანობის შეზღუდვას უკავშირებს

15 აგვისტოს Black Sea Arena ამერიკულ როკ ბენდს The killers უმასპინძლებს

ნახვები: 595 15 აგვისტოს Black Sea Arena ამერიკულ როკ ბენდს The killers უმასპინძლებს

15 აგვისტოს Black Sea Arena კამპანიის „Starring Georgia-ს“ ფარგლებში ამერიკულ როკ ბენდს, The Killers-ს უმასპინძლებს. ღონისძიების მთავარი მხარდამჭერი თიბისია. ბილეთები Black Sea Arena-ს ოფიციალურ ვებგვერდზე - BSA.ge-ზე იყიდება.  

80-იანი წლების სინთპოპისა და ალტერნატიული როკ-მუსიკის გავლენით, The Killers-მა გლობალური აღიარება სადებიუტო ნამუშევრებითვე მოიპოვა. ლას-ვეგასში დაფუძნებული ბენდი უკვე 20 წელზე მეტია, მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური ფორუმებისა და ფესტივალების სტუმარია.

დღესდღეობით, The Killers თავის მუსიკალურ მემკვიდრეობას აქტუალურად ინარჩუნებს და ახალ მსმენელს უზიარებს, რის გამოც მათ მიმართ ინტერესი არ ნელდება. ბენდი საქართველოს პირველად „Starring Georgia-ს“ ფარგლებში ეწვევა და მსმენელს 20-წლიანი მუსიკალური კარიერის საუკეთესო კომპოზიციებს გაუზიარებს.

14 აგვისტოს 15:00 საათიდან The Killers-ის ბილეთების შეძენა უკვე Black Sea Arena-ს სალაროში იქნება შესაძლებელი. თიბისი ბარათის მომხმარებლებისთვის მოქმედებს სპეციალური შეთავაზება.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა