საქართველოს საპატრიარქო კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
შსს - 22 მარტს თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება
უკრაინამ თითქმის 400 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დაიბრუნა
რომის პაპი - უამრავი ადამიანისთვის პატრიარქი ილია II იყო ხმა შერიგებისა, დაუღალავი შემოქმედი ერთობისა
სალომე ზურაბიშვილი - პატრიარქის სურვილი იქნებოდა, საქართველოს ყველა პრეზიდენტი ყოფილიყო იქ, ესეც იქნებოდა ერთობის ნიშანი, ამ პოლიტიკური დაპირისპირებების მიღმა
დონალდ ტრამპი - ირანში ჩვენი მიზნების მიღწევასთან ძალიან ახლოს ვართ
21 მარტს თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება
მსოფლიო პატრიარქი ილია მეორის წესის აგებაზე იმსახურებს

თემურ მღებრიშვილი - სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება იმ დრომდე, ვიდრე იარსებებს თუნდაც მცირეოდენი შანსი, რომ გარდაცვლილი იქნეს ნანახი

10.08.2023 ნახვები: 616

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა ჟურნალისტებთან განმარტა, თუ როდემდე გაგრძელდება სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები.

მისი თქმით, სამუშაოები გაგრძელდება იმ დრომდე, ვიდრე იარსებებს თუნდაც მცირეოდენი შანსი იმისა, რომ გარდაცვლილი იქნეს ნანახი.

„არსებობს გონივრული ვადები იმ ანალიზებზე დაყრდნობით, რომელიც შეიძლება, კეთდებოდეს კონკრეტული სტიქიური უბედურების ზონებში, თუმცაღა, პრემიერ-მინისტრისა და შს მინისტრის დავალებით, სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება იმ დრომდე, ვიდრე იარსებებს თუნდაც მცირეოდენი შანსი იმისა, რომ გარდაცვლილი იქნეს ნანახი, თუნდაც რაიმე სახის ფრაგმენტი, სამწუხაროდ, გვიწევს ამ ძალიან მძიმე თემაზე საუბარი“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შოვში, სტიქიის ზონაში სამუშაოებში ჩართულია ყველა სახის ძალა, გამოყენებულია სხვადასხვა რესურსი და პირველივე ეტაპიდან რისი გაკეთებაც შესაძლებელი იყო, ყველაფერი გაკეთდა.

მღებრიშვილმა განმარტა, რატომ ვერ მოხერხდა სტიქიის ზონაში თვითმფრინავის ქუთაისიდან გაშვება.

„არაფერი დაგვიკლია და ამის ქრონოლოგიურად ახსნა შემიძლია. სამი ვერტმფრენი იყო მობილიზებული, ერთი ქუთაისიდან, ორი თბილისიდან, რომლებიც მზად იყვნენ დაუყოვნებლივ გამოსაფრენად. მეტეოროლოგიური პირობების გამო, ქუთაისიდან ვერტმფრენი ვერ აფრინდა, პარალელურად, თბილისიდან მოვასწარით ჩამოსვლა ვერტმფრენების საშუალებით. პირველი ვერტმფრენი რომ ჩამოფრინდა, ორი ტონა სპეციალური აღჭურვილობა ჩამოვიტანეთ, რომელიც აუცილებელია მსგავსი ინციდენტების შემთხვევაში. ადამიანური, ცოცხალი ძალა, სპეციალური აღჭურვილობა, სატრანსპორტო საშუალებები, სპეციალური სატრანსპორტო ტექნიკა – იმაზე მეტი ძალებია მობილიზებული, ვიდრე შეიძლება, გონივრული იყოს“, – განაცხადა მღებრიშვილმა.

ამასთან, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, ვერტმფრენის ღამით მუშაობა სარისკო იყო და არც აუცილებლობას წარმოადგენდა, რადგან ტყის მასივში შესული იყო ცოცხალი ძალა.

„ვთანხმდებით, რომ ღამე ვერ დაფრინავენ, მაგრამ ღამე რაც არ უნდა აღჭურვილი ყოფილიყო ვერტმფრენი, აღარაფერი აუცილებლობა იყო. რომც ყოფილიყო აუცილებლობა, მაღალი რისკი არსებობდა, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, ალბათ მაინც გავრისკავდით და ვიმოქმედებდით. ადგილზე მობილიზებული გვქონდა შესაბამისი სითბური დრონები, რომლებიც მარტივად აფიქსირებდნენ დატბორილ არეალს. ასევე, ტყის მასივში შესული იყო ცოცხალი ძალა. ურთულესი რელიეფია, კლდისა და მთების მასივია და პარალელურად, მაღალი ძაბვის სადენები იყო. ასე რომ, არ არსებობდა გარისკვის არც ერთი, თუნდაც მცირე შანსი და ჩვენ არ გამოგვეყენებინა. სითბური დრონების საშუალებით ჩვენ მოვახდინეთ იმ ლოკაციების აღმოჩენა, სადაც ადამიანები უსაფრთხო ადგილზე იყვნენ გახიზნული. კარგად იცით, მას შემდეგ, რაც მოხდა უბედურება და დაიღუპნენ ადამიანები, ერთი თმის ღერი არ ჩამოვარდნია არავის. არ დაგვმატებია არც დაღუპული და არც დაშავებული. ეს მნიშვნელოვანია“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

თემურ მღებრიშვილის თქმით, ურთულესი რელიეფიდან გამომდინარე, წინასწარ პროგნოზირება შეუძლებელია, რამდენ ხანში მოხდება ტერიტორიის სრულად გადამოწმება.

„ურთულესი მასაა გრუნტის. ეს უბრალოდ რაღაც თხევადი მასა არ არის, ეს არის უზარმაზარი ლოდები, მოწყვეტილი ტყის მასა, რომელიც ტალახის ქვეშაა მოქცეული და ამ ყველაფერზე ახლა ვმუშაობთ“, – განაცხადა მღებრიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა