Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

გარემოს დაცვის სამინისტრო შოვის სტიქიასთან დაკავშირებით კონკრეტულ მონაცემებსა და ინფორმაციაზე დაფუძნებული დასკვნას ხვალ წარმოადგენს

ნახვები: 578 გარემოს დაცვის სამინისტრო შოვის სტიქიასთან დაკავშირებით კონკრეტულ მონაცემებსა და ინფორმაციაზე დაფუძნებული დასკვნას ხვალ წარმოადგენს

შოვში, სტიქიის ადგილზე გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტთა ექვსი ჯგუფი მუშაობს, სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტები – გეოლოგები, ჰიდროლოგები, გლაციოლოგები, ვმუშაობთ ყველა მიღებულ ინფორმაციაზე, რომელიც ჩვენი სპეციალისტებისგან მოდის, – ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა განაცხადა.

როგორც ნინო თანდილაშვილმა აღნიშნა, ხეობაში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით ყველა ინფორმაციის გაანალიზება ხდება.

„ვმუშაობთ, რათა საზოგადოებას ამ მძიმე დროს, როდესაც ასეთი მაღალი არის ემოციური ფონი, მივაწოდოთ მაქსიმალურად ზუსტი ინფორმაცია. ამ მიმართულებით ჩვენ არცერთი წუთით მუშაობა არ შეგვიჩერებია. დღეს, დილას კიდევ შეფრინდნენ ჩვენი სპეციალისტები ხეობაში, მოხდა ძალიან დეტალურად ხეობის დათვალიერება. ამ ეტაპზე რისი თქმაც შემიძლია, ხვალ უკვე გვექნება ოფიციალური დასკვნა, რომელიც საზოგადოებას გაეცნობა და ეს იქნება დასკვნა, რომელიც ემყარება კონკრეტულ მონაცემებსა და ინფორმაციას. ამ ეტაპისთვის რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ძალიან უცბად, მყისიერი მოვლენის განვითარებას ჰქონდა ადგილი. ეს არის მყინვარული დნობის პროცესი. მოხდა კლდეზვაური მასის ჩამოშლა და მყინვარის ნაწილის ჩამოშლა. ძალიან სწრაფად განვითარდა პროცესები ხეობაში, რასაც ასევე თან დაერთო ღვარცოფული და თანმდევი მეწყრული პროცესები. რამდენიმე ბუნებრივი მოვლენის თანხვედრასთან გვქონდა საქმე. საბოლოო ჯამში, მივიღეთ ის მძიმე სურათი, რასაც ვხედავთ ხეობაში. ამიტომ, მინდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით მოვუწოდო ყველას და ვთხოვო, რომ როდესაც ასეთი რთული ემოციური ვითარება არის, ჩვენ უნდა მოვუსმინოთ სპეციალისტებს, დავეყრდნოთ მათ მონაცემებს და არ უნდა გავავრცელოთ ისეთი ინფორმაცია, რაც საბოლოოდ საზოგადოებას შეიყვანს შეცდომაში და კიდევ უფრო მეტად დაამძიმებს ამ მძიმე ემოციურ ფონს. ჩემი თხოვნა იქნება ყველას მიმართ, გადაუმოწმებელი ინფორმაციისგან შეიკავონ თავი. სპეციალისტებს დასჭირდებათ დრო, რათა მაქსიმალურად ზუსტი ინფორმაცია მივცეთ საზოგადოებას და ყველა კითხვას გავცეთ ამომწურავი პასუხი“, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა