Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

დონალდ ტრამპს ბრალი წაუყენეს - ის თავს უდანაშაულოდ ცნობს

ნახვები: 578 დონალდ ტრამპს ბრალი წაუყენეს - ის თავს უდანაშაულოდ ცნობს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, რომელსაც ვაშინგტონის ფედერალურ სასამართლოში ბრალი ოთხი მუხლით წაუყენეს, თავს უდანაშაულოდ ცნობს.

დონალდ ტრამპს ბრალი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის საქმეზე წაუყენეს, რომელზედაც გამოძიებას სპეციალური პროკურორი, ჯეკ სმიტი აწარმოებდა.

დონალდ ტრამპი ფორმალურად დააკავეს, თუმცა მომდევნო სასამართლო პროცესის მოლოდინში გაათავისუფლეს, რომელიც 28 აგვისტოსაა ჩანიშნული. აღსანიშნავია, რომ ეს ტრამპის მესამე დაკავებაა ბოლო ოთხი თვის განმავლობაში.

დონალდ ტრამპმა, სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ, მის წინააღმეგ წაყენებული ბრალდებები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ საბრალდებო დასკვნა პოლიტიკური ოპონენტის დევნაა. „ძალიან სამწუხარო დღეა ამერიკისთვის,“- აღნიშნა ტრამპმა.

ფედერალური პროკურორები ამტკიცებენ, რომ ტრამპს, არჩევნებში დამარცხების შემდეგ, გადაწყვეტილი ჰქონდა ხელისუფლებაში დარჩენა და რომ მან და ექვსმა თანამზრახველმა მოაწყვეს შეთქმულება, რათა არჩევნების შედეგები შეეცვალათ, რამაც 2021 წლის 6 იანვარს, აშშ-ის კაპიტოლიუმზე თავდასხმის ფაქტი გამოიწვია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა