Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ვოლოდიმირ ზელენსკი - ვლადიმერ პუტინი არის არაადეკვატური ადამიანი თავისი გარემოცვით

ნახვები: 579 ვოლოდიმირ ზელენსკი - ვლადიმერ პუტინი არის არაადეკვატური ადამიანი თავისი გარემოცვით

ვლადიმერ პუტინი არის არაადეკვატური ადამიანი თავისი გარემოცვით, რომელიც ფულს შოულობს მარცვლეულის გარიგების დაბლოკვით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ბრაზილიურ „გლობალ ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ზელენკის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი არის ადამიანი, რომელიც არ სცემს პატივს საერთაშორისო კანონს და აყენებს მსოფლიოს შიმშილის ზღვარზე, რათა თავისი მარცვლეული უფრო ძვირად გაყიდოს.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი რადიკალურად არის განწყობილი, გაანადგუროს ხალხი უკრაინაში. ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ „მარცვლეულის შეთანხმების“ დაბლოკვა გამოიწვევს რუსულ მარცვლეულზე ფასების ზრდას და შესაბამისად, მისცემს მას დამატებითი სახსრების გამომუშავების შესაძლებლობას.

„ჩვენ ვსაუბრობთ მსოფლიოს გადარჩენაზე, შიმშილზე, რეალურ სოციალურ ქაოსზე, რაც შეიძლება, გამოწვეული იყოს აგროინდუსტრიული პროდუქტის მიუწოდებლობით. მისთვის ეს ზეწოლაა. პირველ რიგში, ეს არის ფული“, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა