ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

საგარეო უწყების ცნობით, ილია დარჩიაშვილმა ევროპის საკითხებში პორტუგალიის სახელმწიფო მდივანთან ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროგრესის შესახებ ისაუბრა

ნახვები: 505 საგარეო უწყების ცნობით, ილია დარჩიაშვილმა ევროპის საკითხებში პორტუგალიის სახელმწიფო მდივანთან ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროგრესის შესახებ ისაუბრა

ლისაბონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი ევროპის საკითხებში პორტუგალიის სახელმწიფო მდივანს ტიაგო ანტუნეშს შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინსიტროს ცნობით, მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის ურთიერთობების აქტუალური საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

ძირითადი აქცენტი გაკეთდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხზე. საგარეო საქმეთა მინისტრმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროგრესის შესახებ. მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ქვეყნის ერთგულება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი და ხაზი გაუსვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას.

საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე მოვლენებს და იმ რთულ გამოწვევებს, რომლის წინაშეც აღმოჩნდა ევროპა რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის შედეგად.
ამასთან, მინისტრმა ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე და ხაზი გაუსვა დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობას.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა