ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

პოლიცია ლომს ეძებს

ნახვები: 639 პოლიცია ლომს ეძებს

ბერლინის პოლიცია გერმანიის დედაქალაქში ლომს ეძებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

როგორც „ბიბისი“ წერს, დიდი ზომის გარეული ცხოველი ბერლინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში შენიშნეს.

თავდაპირველად სამართალდამცავებს ლომის შესახებ ინფორმაცია ორმა მოქალაქემ მიაწოდა, რომლებიც ტახზე ნადირობდნენ.

შემდეგ „ტვიტერით“ გავრცელდა ვიდეო, სადაც ბრანდერბურგის მიწაზე მდებარე ტყეში მყოფი ლომია აღბეჭდილი.

მოქალაქეებს ურჩიეს, სახლები არ დატოვონ, ვიდრე პოლიცია გარეულ ცხოველს არ მიაგნებს.

ჯერ უცნობია, საიდან მოხვდა ბერლინთან ახლოს ლომი, რადგანაც ზოოპარკები და ცირკები აცხადებენ, რომ მათ ლომი არ დაუკარგავთ.

„ჩვენ არ ვიცით, საიდან მოვიდა ლომი“, – განაცხადა ბერლინის პოლიციის პრესსპიკერმა.

ლომის სამძებრო ოპერაციაში ჩართეს ვერტმფრენები. გარეულ ცხოველს, პოვნის შემთხვევაში, ტრანკვილიზატორით დააძინებენ. პოლიცია ვარაუდობს, რომ ლომს ახლა ტყეში სძინავს.

ექსპერტები ურჩევენ მოქალაქეებს, თუ ლომს გადაეყრებიან, პანიკაში არ ჩავარდნენ.

„წყნარად იდექით, გაშეშდით და შემდეგ შეეცადეთ, იპოვოთ უსაფრთხო ზონა – მანქანა ან შენობა“, – ურჩევენ ბერლინის მოქალაქეებს.

1tv.ge 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა